workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer
ბარსელონას განაცხადი ფეიენორდთან მატჩისთვის

ბარსელონას განაცხადი ფეიენორდთან მატჩისთვის

calendar_month მატჩის დრო: 9 სექტემბერი, 20:45

“ბარსელონა” დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” როტერდამის “ფეიენორდს” დაუპირისპირდება. კლუბის მთავარი მიზნის – ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის სასტარტო შეხვედრისთვის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სამატჩო სია გამოაქვეყნა, სადაც სიურპრიზები არ ყოფილა.

დანაკლისი და ახალგაზრდები სიაში

გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ერიკ გარსია ვერ დაეხმარება, რომელმაც წინა სეზონის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკოსთან” წითელი ბარათი მიიღო. ლაზარეთში რჩებიან ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი. შეგახსენებთ, რომ შვედი შემტევი, ხანგრძლივი ტრავმის გამო, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე საერთო ეტაპის განაცხადში შეყვანილი საერთოდ არ არის.

სიაში ვერ მოხვდა ახალგაზრდა ბელგიელი გარემარბი ჟესე ბისივუც. მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხენა კოჭის ტრავმა მოიშუშა და პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ფლიკმა პრესკონფერენციაზევე დაადასტურა, რომ ის სათამაშო პრაქტიკას სარეზერვო გუნდში მიიღებს.

სამაგიეროდ, განაცხადში არიან ეგვიპტელი ფორვარდი ჰამზა აბდელკარიმი და ნახევარმცველი ბრიან ფარინიასი – ეს უკანასკნელი ერთადერთი ფეხბურთელია B სიიდან, რომელიც “ფეიენოორდთან” მატჩის შემადგენლობაში მოხვდა.

“ბარსელონას” განაცხადი: ჟოან გარსია, დომინიკ ლივაკოვიჩი, ვოიცეხ შჩესნი, ჟოაუ კანსელუ, ალეხანდრო ბალდე, ბრიან ფარინიასი, პაუ კუბარსი, გავი, ფერმინ ლოპესი, პედრი, გაბრიელ ჟეზუსი, ლამინ იამალი, რაფინია, ჩავი ესპარტი, კარიმ ადეიემი, ანდრეას კრისტენსენი, როდრი, ენტონი გორდონი, ჟერარ მარტინი, დანი ოლმო, მარკ ბერნალი, ჟიულ კუნდე, ჰამზა აბდელკარიმი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი