workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მხოლოდ ერთი მარცხი ჩემპიონთა ლიგის 18 საშინაო სასტარტო მატჩში

მხოლოდ ერთი მარცხი ჩემპიონთა ლიგის 18 საშინაო სასტარტო მატჩში

calendar_month მატჩის დრო: 9 სექტემბერი, 20:45
bolt მოკლედ
ბარსელონა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გახსნის. კატალონიურ გრანდს საკუთარ კედლებში ტურნირის სასტარტო მატჩებში თითქმის უნაკლო ბალანსი აქვს - 18 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მარცხი.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გახსნის. დღეს კატალონიელები ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაწვრთნილ როტერდამის “ფეიენოორდს” უმასპინძლებენ.

ბლაუგრანას ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის სასტარტო შეხვედრა ლეგენდარულ არენაზე 2022/23 წლების სეზონის შემდეგ აღარ ჩაუტარებია, როდესაც ჩავი ერნანდესის გუნდმა “პლზენი” 5-1 გაანადგურა. მომდევნო სეზონში გუნდს “ესტადი ოლიმპიკ ლუის კომპანისზე” მოუწია გადაბარგება, სადაც ტურნირის გახსნით ტურში “ანტვერპენს” 5-0 სძლია.

ბარსელონაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩებში კატალონიელთა სტატისტიკა თითქმის უნაკლოა: 18 საშინაო თამაშიდან “ბარსელონამ” 16 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც კატალონიის დედაქალაქში “ბარსელონას” სასტარტო მატჩი ჩაუმწარა, მიუნხენის “ბაიერნია” – 2021/22 წლების სეზონში რონალდ კუმანის გაწვრთნილმა გუნდმა მიუნხენელებთან 0-3 წააგო (გოლები თომას მიულერმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, რომელმაც მაშინ დუბლი შეასრულა).

რაც შეეხება ერთადერთ ფრეს, ის 2011/12 წლების სეზონში “მილანთან” (2-2) დაფიქსირდა: ალეშანდრე პატოს მიერ პირველივე წუთზე გატანილი ბურთის შემდეგ პედრომ და დავიდ ვილიამ მასპინძლები წინ გაიყვანეს, თუმცა 92-ე წუთზე ტიაგო სილვამ ანგარიში გაათანაბრა.

ჯამში, საკუთარ კედლებში ჩატარებულ ამ 18 სასტარტო შეხვედრაში “ბარსელონას” ბურთების ბალანსი გამაოგნებელია: 64 გატანილი და 14 გაშვებული გოლი.

ბარსელონას ყველა საშინაო სასტარტო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე:

  • 1994/95: ბარსელონა – გალათასარაი 2-1
  • 2000/01: ბარსელონა – ლიდს იუნაიტედი 4-0
  • 2002/03: ბარსელონა – ბრიუგე 3-2
  • 2006/07: ბარსელონა – ლევსკი 5-0
  • 2007/08: ბარსელონა – ლიონი 3-0
  • 2008/09: ბარსელონა – სპორტინგი 3-1
  • 2010/11: ბარსელონა – პანათინაიკოსი 5-1
  • 2011/12: ბარსელონა – მილანი 2-2
  • 2012/13: ბარსელონა – მოსკოვის სპარტაკი 3-2
  • 2013/14: ბარსელონა – აიაქსი 4-0
  • 2014/15: ბარსელონა – აპოელ 1-0
  • 2016/17: ბარსელონა – სელტიკი 7-0
  • 2017/18: ბარსელონა – იუვენტუსი 3-0
  • 2018/19: ბარსელონა – პსვ ეინდჰოვენი 4-0
  • 2020/21: ბარსელონა – ფერენცვაროში 5-1
  • 2021/22: ბარსელონა – ბაიერნი 0-3
  • 2022/23: ბარსელონა – პლზენი 5-1
  • 2023/24: ბარსელონა – ანტვერპენი 5-0

სრული ბალანსი: 18 თამაში, 16 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (ბურთები: 64-14).

რაც შეეხება გასულ, 2025/26 წლების სეზონს, კატალონიელებმა ტურნირი სტუმრად, “ნიუკასლთან” 2-1 მოგებით გახსნეს, სადაც გამარჯვება მარკუს რაშფორდის დუბლმა უზრუნველყო.

შინ და გარეთ გამართული ბოლო 10 სასტარტო მატჩის ჭრილში “ბარსელონას” ანგარიშზე 7 მოგება, 1 ფრე (0-0 დორტმუნდის “ბორუსიასთან” 2019 წელს) და 2 მარცხია (0-3 “ბაიერნთან” 2021 წელს და 1-2 “მონაკოსთან” 2024 წელს).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი