“ბარსელონას” ქალთა გუნდი “ოქროს ბურთის” მე-70 საიუბილეო ცერემონიაზე უდიდესი დელეგაციით წარდგება. France Football-ისა და UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სიაში კატალონიურმა კლუბმა ჯამში 11 ნომინაცია დაიმსახურა. 26 ოქტომბერს ლონდონში გასამართ გრანდიოზულ საღამოზე ბლაუგრანას სრულყოფილი სეზონის საყოველთაო აღიარების შანსი ეძლევა.
მსოფლიოს საუკეთესო კლუბი
პირველი ნომინაცია, რომელიც ორგანიზატორებმა გაასაჯაროეს, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ჯილდოა. 2025/26 წლების სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მომგები “ბარსელონა” (ლა ლიგა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა) ამ პრიზის უმთავრესი ფავორიტია.
კატალონიელებს კონკურენციას “ბაიერნი”, მექსიკური “ამერიკა”, “მანჩესტერ სიტი” და “ლიონი” გაუწევენ.
პერე რომეუ – საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატი
წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე სრულიად დამსახურებულად მოხვდა “ბარსელონას” თავკაცი პერე რომეუ. პრესტიჟული აღიარებისთვის მისი მეტოქეები ანდრე იეგლერცი (“მანჩესტერ სიტი”), ნილს ნილსენი (იაპონიის ნაკრები) და ელენა სადიკუ (“სელტიკი” / “ჰეკენი”) იქნებიან.
კატა კოლი, ვიკი ლოპესი და სერახორდი
ინდივიდუალურ კატეგორიებში “ბარსელონას” კიდევ სამი წარმომადგენელი იბრძოლებს:
- საუკეთესო მეკარე: კატა კოლი ზედიზედ მეორე წელია საუკეთესო კიპერის პრიზზეა ნომინირებული;
- კოპას ჯილდო (U21): 21 წლამდე საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ერთბაშად ორი ბარსელონელია წარდგენილი – კლარა სერახორდი (პირველად კარიერაში) და ვიკი ლოპესი, რომელმაც ეს ჯილდო გასულ სეზონში უკვე მოიგო.
მთავარი “ოქროს ბურთი”: 6 ნომინანტი “ბარსელონადან”
ყველაზე დიდი ყურადღება ქალთა “ოქროს ბურთის” 30-კაციან სიას ეთმობა, სადაც “ბარსელონას” ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი მოხვდა:
- ესმეე ბრუხტსი (პირველი ნომინაცია)
- კატა კოლი (პირველი ნომინაცია)
- კლაუდია პინა (მეორე ნომინაცია 2025 წლის შემდეგ)
- კაროლინ გრემ ჰანსენი (მესამე ნომინაცია 2024 და 2025 წლების შემდეგ)
- პატრი გიხარო (მეოთხე ნომინაცია)
- ევა პაიორი (მეოთხე ნომინაცია)
პატრი გიხაროსა და ევა პაიორისთვის ეს უკვე ზედიზედ მეოთხე ნომინაციაა (2023, 2024, 2025 და 2026 წლებში).
ისტორიაში პირველად ლონდონში ჩასატარებელ საიუბილეო ცერემონიაზე “ბარსელონას” ქალთა გუნდი მთავარი ყურადღების ცენტრში იქნება, რაც გასულ სეზონში მოპოვებული ისტორიული კვადრუპლის ლოგიკური გაგრძელებაა.
აუ რა გიჟიაა მაცივარააა ეგ მოგვცააა სულ არ გვინდა დაცვა
ბარტრას დუბლი მაგარია
რეალს შემჭამთ მჯერა პროსტა 70წუთს მერე 4-0 რომაა გაიყვანოს რაფინია და იამალი რომ დაისვენონ, ალონსოს ძვირად დაუჯდება ენცოს გაყიდვა
ყველა რაღა ბარსასთან იხევა შუაზე
ინტერი ამდენ მომენტს უქმნის და წარმომიდგენია ჩვენ რას ვუზამთ😀
ეს კომენტატორი ხო მარაზმია რაა… გავიგე რო ფანი ხარ კაცი მაგრამ ასე მწარედ რო გეტყობა მითუმეტეს კომენტირებას ახდენ რავიცი… ძალიან მაღიზიანებს 🫠
სილქი მხოლოდ უნიბერსალი მაქ თორე ამგენს მტერმა მოუსმინა რეალის ფანია სათვალიანი და საყურიანი ტიპია ტიკ ტოკზე მხვდება მაგარი არაობიექტურია იმენა შეგაზიზღებს მოსმენას რო გათრიშო ხმა უკეთესი საყირებელია
ამ რეალს ბიჭებო შევჭამთ და აღარ მოვჯვავთ.მაგარი მკიდია ვინ ვის მოუგებს ,მთავარი ჩვენ მოვიგოთ რაც მთავარია თამაშები.
სასწაული თუ გინდა ასე ყარაულა როგორ უნდა იყო ორი გოლი აჩუქეს ტიპებმა აბა ჩვენთან ვენები გადაიხსნა ყველამ
ასეთი იღბალი სხვა არცერთ გუნდს არ აქვს ვერაფერს ვერ შვებიან და ორი გოლი აჩუქეს ბიჭოო😂😂😂😂😂
ეს მეკარე ყოფილიყო იმ ნახევარფინალში…
რა გავარდნა გუნდია ამათ დედას ვთენე, აზის ინტერი,ბურთი დაახიეს და არაფრიდან შეაგდეს. ტფუ
ცვეტში ისიც ფეხი დაუცდა ინტერის ფეხბურთელს, ამგენს სასწაულს დავმართებთ ვატყობ😆არ მესმის ისე ფლიკმა უარი როგორ თქვა ბასტონიზე
ნუ ნიჩეო,არ იქნება ბასტონი,იქნება სხვა. არის ვარიანტები,ინაციო სპორტინგიდან. რაც ვნახე მომეწონა ეგ ბიჭი. ლუკება,ლაპორტი. მთავარია ზამთარში მოიყვანონ ვინმე დაცვაში და მონსტრი გუნდი ვართ. ამ რეალს კიდე სულ არ გაუმართლებს,აქაც გამოჩნდა ლუბოი საშუალო დონის გუნდი ნახევარდაცვას შეუჭამს და ვნახოთ რამდენჯერ გაუვარდებათ…
ბასტონი როგორ არ დაითრიეს მაგარი გული დამწყდა რა დასტოინი მცველია და რა პასები აქ