“ოქროს ბურთის” 2026 წლის გამარჯვებულები ოქტომბერში ლონდონში გამოვლინდებიან, თუმცა დღეს სხვადასხვა ნომინაციის კანდიდატთა სიები ოფიციალურად ქვეყნდა.
მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოებთან ერთად, ცნობილი გახდა წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს – იაშინის პრიზის 10-კაციანი სია, სადაც “ბარსელონას” მეკარე ჟოან გარსიაც მოხვდა.
25 წლის კატალონიელი კიპერი იმ სამ ესპანელ მეკარეს შორისაა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონი “ფურია როხას” შემადგენლობაში იყვნენ – მასთან ერთად სიაში უნაი სიმონი და დავიდ რაიაც ფიგურირებენ.
იაშინის ჯილდოს 10 ნომინანტი:
- ჟოან გარსია (“ბარსელონა”)
- ტიბო კურტუა (“რეალ მადრიდი”)
- დავიდ რაია (“არსენალი”)
- უნაი სიმონი (ბილბაოს “ატლეტიკი”)
- ემილიანო მარტინესი (“ჩელსი”)
- გრეგორ კობელი (დორტმუნდის “ბორუსია”)
- მატვეი საფონოვი (პსჟ)
- იასინ ბუნუ (“ალ ჰილალი”)
- ედუარ მენდი (“ალ აჰლი”)
- ვოზინია (“კოლო-კოლო”)
ჟოანს დაფასება აკლია. სიმონი კარგად იდგა, მაგრამ ეს დაცვის დამსახურებაცაა. მანამდე ბილბაოს რიგებში ისეთები ყლაპა შტეგენსაც გაუკვირდა. ამოწეული დაცვით ათამაშე და იქ გამოჩნდება შავი და თეთრი.
ისე წუხელ პორტოს მეკარემ, წაგების მიუხედავად ისეთები გამოაძრო, რომ ლამის საფლავიდან წამოდგა იაშინი და ტაში დაუკრა.
აქედან მართლა არ ვიცი ვინ აიღებს ალბათ სიმონი მსოფლიოს გამო იქაც აიღო და მაგიტომ არადა ან გარსია ან რაია უნდა იყოს კაროჩე ესპანელებში გადათამაშდება რაა 3 დან რომელიმე აიღებს უეჭველი