“ვალენსიასთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა. კატალონიელები ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ფეიენოორდს” უმასპინძლებენ.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ორშაბათის ვარჯიშზე გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. “ვალენსიასთან” ძირითად შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა და ჟიულ კუნდემ აღდგენითი სამუშაო შეასრულეს, დანარჩენებმა კი უფრო მაღალი ინტენსივობით ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში ჰამზა აბდელკარიმი და ჯესი ბისივუც მონაწილეობდნენ.
ერიკ გარსიამ დამცავი ნიღბით ივარჯიშა. ესპანელი მცველი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს: მან წითელი ბარათი ამ ტურნირის გასული სეზონის ბოლო მატჩში მიიღო.
“ფეიენოორდს” “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი წვრთნის. ჰანსი ფლიკის გუნდი ნიდერლანდელებთან დაპირისპირებისთვის მზადებას სამშაბათს გააგრძელებს.




საწყალი გარსიას ცხვირი, უკვე მეორედ უკეთია დამცავი ნიღაბი.
ბოლოს რო ეკეთა ისეთ ფორმაში იყო სულ ნიღბით ითამაშოს კარიერის ბოლომდე
მარტივი 3 ქულა იქნება, ბარსამ ესეთი ტემპით თუ გააგრძელა თამაში კაი ხანს არ წააგებს არცერთ ტურნირზე ერთი ორ ფრეს გააგორებს მარტო
ფეინოორდი არ არის ცუდი გუნდი მაგრამ ვან პერსი გააგდეს და ვერ არის ძველებურად საათივით აწყობილი, სულ რო მეორე გუნდით გამოვიდეს ფლიკი მაინც მოვუგებთ.
ასე თუ გააგრძელეს, მინიმუმ 3-0 ველოდები!
მთავარია მაქსიმალური შედეგი თუნდაც 5-0 ეს დანარჩენებზე მოქმედებს მეტოქეებზე და მოსაგებად კი არა ოღონდ არ ამოგვტენონ პრინციპით თამაშობენ.