workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ატლეტიკმა პირველი გუნდის შედეგი გაიმეორა და ნასარა 5-0 გაანადგურა

ბარსა ატლეტიკმა პირველი გუნდის შედეგი გაიმეორა და ნასარა 5-0 გაანადგურა

bolt მოკლედ
ბარსა ატლეტიკმა ახალი სეზონი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. ჟულიანო ბელეტის გუნდმა ნასარა 5-0 გაანადგურა და პირველი გუნდის შედეგი გაიმეორა. შეხვედრის მთავარი გმირი ინიასი კერი გახდა, რომელმაც პოკერი შეასრულა.

“ბარსა ატლეტიკმა” ახალი სეზონი ბრწყინვალე სტილში გახსნა. ჟულიანო ბელეტის გაწვრთნილმა გუნდმა “ესტადი იოჰან კრუიფზე” “ნასარას” უმასპინძლა, მეტოქე 5-0 გაანადგურა და ზუსტად გაიმეორა ის ანგარიში, რომლითაც რამდენიმე საათით ადრე ჰანსი ფლიკის პირველმა გუნდმა “მესტალიაზე” “ვალენსია” დაამარცხა.

მატჩის მთავარი გმირი ინიასი კერი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა, ერთი ბურთი კი ალექს გონსალესის ანგარიშზეა.

საოცნებო სტარტი და კერის დუბლი პირველ ტაიმში

ანგარიშის გასახსნელად მასპინძლებს მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდათ: აზიზის ზუსტი გადაცემის შემდეგ კერმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონში თავისი პირველივე მატჩი გოლით აღნიშნა – 1-0!

“ბარსა ატლეტიკი” ბურთს სრულად აკონტროლებდა და მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდა. შესვენებამდე ათი წუთით ადრე იმავე დუეტმა მეორე გოლი შექმნა: აზიზმა ბოლო ხაზიდან ჩააწოდა, კერმა კი დუბლი გაიფორმა – 2-0 (36-ე წთ).

კერის პოკერი და ალექს გონსალესის ულამაზესი გოლი

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა: ბელეტის გუნდი სრულად დომინირებდა და უპირატესობის გაზრდას განაგრძობდა. 76-ე წუთზე ორიან გორენის ეფექტური პასის შემდეგ ინიასი კერმა ბურთი მშვიდად დაიმორჩილა, კარში გადაგზავნა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა – 3-0.

შეხვედრის მიწურულს ალექს გონსალესმა ულამაზესი ბურთი შეაგდო, როდესაც მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა (86-ე წთ). საბოლოო წერტილი კი კვლავ კერმა დასვა – მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ფორვარდმა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და პოკერი გაიფორმა – 5-0!

იდეალური სტარტი ბელეტის გუნდისთვის “ესტადი იოჰან კრუიფზე” შეკრებილი თითქმის 1 000 გულშემატკივრის წინაშე. მომდევნო ტურში, კვირას, თბილისის დროით 14:00 საათზე, “ბარსა ატლეტიკი” სტუმრად “ლოგრონიეს პრომესასს” დაუპირისპირდება.

მატჩის ოქმი:

  • “ბარსა ატლეტიკი”: იკერ როდრიგესი, ლანდრი ფარე (გილემ ვიქტორი, 46′), ჰაფიზ გარიბა, ალექს კამპოსი, ხოსუე კაისედო (ჟორდი პესკერი, 63′); პედრო ვილიარი, ორიან გორენი, ხუან იბარა (ცატოვიჩი, 63′); აზიზი (ალექს გონსალესი, 46′), ინიასი კერი, შეინ კლუივერტი (ჯონი ერნანდესი, 82′).
  • “ნასარა”: ანტონიო მ. რამირესი, მიგელ როდრიგესი (დანიელ გარსია, 61′), ინიგო ოჩოა, იკერ ლოსა, ვიქტორ მარტინესი (ისან ფლანიო, 61′); ალვარო გარსია, ალვარო მაისო, მუსტაფა ზარუალი, იკერ ლადინი (საულ ვეგა, 61′); პეპე ბლანკო, ხორხე კამპოსი (ივან როხო, 85′).
  • გოლები: 1-0 ინიასი კერი (1′), 2-0 ინიასი კერი (36′), 3-0 ინიასი კერი (76′), 4-0 ალექს გონსალესი (86′), 5-0 ინიასი კერი (90+5′).
  • გაფრთხილება: ვიქტორ მარტინესი (“ნასარა”).
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • joy
    joy ახალბედა
    schedule 07 სექ 2026, 11:55
    #4

    იამალის შემდეგ ყველაზე დიდი ტალანტიაო ტუნკარა, ეტყობა რომ სიმართლეს გავდა მაგრამ სად არის ეხლა?- ფლიკი მაინცდამაინც არ სწყალობს მგონი. მეორე გუნდში მაინც ხომ უნდა იყოს? სადმე არ გადავიდეს ეგ ბიჭი უყურადღებობისაგან

  • SHOTEX_ERADZE1992
    SHOTEX_ERADZE1992 ახალბედა
    schedule 07 სექ 2026, 09:59
    #2

    “ბარსელონა” “რეალის” ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა “რეალის” ყოფილმა მცველმა დავიდ ალაბამ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შესაძლოა კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას ეკრემ კონური ავრცელებს.

    “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჰანსი-დიტერ ფლიკს ალაბა კარგად იცნობს “ბაიერნში” მუშაობის პერიოდიდან, რაც შესაძლოა კატალონიური კლუბისთვის დამატებითი ფაქტორი გახდეს.

    “ბლაუგრანა” განსაკუთრებით აფასებს ალაბას უნივერსალურობას, რადგან ავსტრიელს შეუძლია როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარცხენა ფლანგზე თამაში. ეს კი ფლიკისთვის ფეხბურთელის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს.

    თუმცა, ამ ეტაპზე ალაბას კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალურ ვარიანტად იტალიური კლუბი განიხილება. ავსტრიელის მიმართ ინტერესს “რომა” იჩენს.

    ალაბა “რეალში” 2021 წელს გადავიდა და მადრიდულ კლუბში ხუთი სეზონი გაატარა.

    ავსტრიელმა “სამეფო კლუბის” მაისურით ყველა ტურნირზე 130 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა.

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 07 სექ 2026, 11:44
      #3

      ღმერთმა გვაშოროს! იმედია ფეიკ ნიუსი იქნება. ამდენი წელი იყო რეალში და ერთი სეზონიც არ გამოუვა ნორმალური და უტრავმო სულ რომ შეკრიბო ერთად. მაგას ჩვენი მარტინიც კი ჯობია

  • Truxilio
    Truxilio ვეტერანი
    schedule 07 სექ 2026, 09:10
    #1

    შაინე კლუივერტზე რა ინფოს ფლობთ-რამდენად დიდი ტალანტია?