workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
3 ბარსელონელი საუკეთესოს ნომინაციაზე

3 ბარსელონელი საუკეთესოს ნომინაციაზე

bolt მოკლედ
ლა ლიგის აგვისტოს თვის ინდივიდუალურ ჯილდოებზე "ბარსელონას" სამი წარმომადგენელი წარადგინეს: რაფინია საუკეთესო მოთამაშის, ჩავი ესპარტი საუკეთესო 23-წლამდელი ფეხბურთელის, ხოლო ჰანსი ფლიკი თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში იბრძოლებს.

“ბარსელონასთვის” აგვისტოს თვე იდეალური გამოდგა: ჩემპიონატის საწყის სამ ტურში მოპოვებული სამი დამაჯერებელი გამარჯვება და ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთი. შესაბამისად, ლა ლიგის აგვისტოს თვის ოფიციალურ ნომინანტთა შორის “ბარსელონას” სამი წევრი მოხვდა – რაფინია, ჩავი ესპარტი და ჰანსი ფლიკი.

რაფინია – თვის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სეზონი ფენომენალურად დაიწყო – სასტარტო სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამ დროისთვის ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ამ შედეგმა რაფინიას აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ადგილი ლოგიკურად მოუტანა.

მისი კონკურენტები არიან:

  • ჯუდ ბელინგემი (“რეალ მადრიდი”)
  • ალექს ბაენა (“ატლეტიკო მადრიდი”)
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დეპორტივო”)
  • ნაუელ ტენალია (“ალავესი”)

ჩავი ესპარტი – საუკეთესო U-23 ფეხბურთელი

“ლა მასიას” აღზრდილი 19 წლის ტალანტი ჩავი ესპარტი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის (U-23) კატეგორიაში იბრძვის. კატალონიელმა საწყისი სამივე შეხვედრა სრულად, შეუცვლელად ჩაატარა და ორ საგოლე გადაცემასთან ერთად დაცვასა თუ ნახევარდაცვაში საოცარი სტაბილურობა აჩვენა.

ნომინაციაში მისი კონკურენტები არიან:

  • ხავი ერნანდესი (“ესპანიოლი”)
  • ზაბირი (“რასინგი”)
  • მიგელ სიერა (“სევილია”)
  • არდა გიულერი (“რეალ მადრიდი”)

ჰანსი ფლიკი – თვის საუკეთესო მწვრთნელი

თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილია ჰანსი ფლიკიც. “ბარსელონა” შესაძლო 9-დან 9 ქულით და 12 გატანილი ბურთით ჩემპიონატს სათავეში უდგას.

გერმანელ სპეციალისტთან ერთად აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელობისთვის იბრძვიან:

  • ჟოზე მოურინიო (“რეალ მადრიდი”)
  • კიკე სანჩეს ფლორესი (“ალავესი”)

გამარჯვებულები ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 03 სექ 2026, 10:14
    #4

    საბადელის ყველა ფეხბურთელს მოვუ**ნ დედის მუ*ელი ვინმეს დასალეწად თამადობდნენ და მძუმე ტრავმა მიიღო ბისივუმ. სად ათამაშებენ მაგ და*ლევეთში 9 მილიონი გადაიხადეს

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 03 სექ 2026, 11:30
      #5

      რა თამაში იყო? ვერსად ვიპოვე

      • Visca barca
        Visca barca გულშემატკივარი
        schedule 03 სექ 2026, 11:46
        #6

        კატალონიის თასი იყო რაღაცა

    • vereli
      vereli ლეგენდა
      schedule 03 სექ 2026, 14:25
      #7

      როგორც იწერება სერიოზული ტრავმა არარის და აღდგენით ვარჯიშებს გაივლისო

  • Sandro b
    Sandro b ახალბედა
    schedule 03 სექ 2026, 09:50
    #3

    საუკეთესო ფეხბურთელი – რაფინია
    საუკეთესო ახლგაზრდა – არდა

  • DesmondHume
    DesmondHume კულე
    schedule 02 სექ 2026, 21:50
    #2

    ხავი ერნანდესიო? 😂 რაღა ესპანიოლში თამაშობს რა სახელი და გვარი აქვს ტიპს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 21:20
    #1

    მესის ჟეზუსისთვის ერთ-ერთი თავისი ბინა მიუცია ბარსელონაში უფასოდ. ნეტავ მართალია?