workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა – რაიო | განაცხადი ცნობილია

ბარსელონა – რაიო | განაცხადი ცნობილია

calendar_month მატჩის დრო: 31 აგვისტო, 23:30
bolt მოკლედ
"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის 22-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. სიაში ჯერ არ არიან დომინიკ ლივაკოვიჩი და გაბრიელ ჟეზუსი, ტრავმირებულები რჩებიან გავი, ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი.

“ბარსელონა” დღეს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს და წარმატებული სერიის გაგრძელებასთან ერთად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნებას შეეცდება. მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მატჩისთვის გამოაქვეყნა განაცხადი, რომელშიც სიურპრიზები არ არის.

ახალწვეულების მოლოდინი და დანაკლისი

სიაში ჯერ კიდევ არ არის დომინიკ ლივაკოვიჩი, რომელიც ლა ლიგაში რეგისტრაციას ელოდება. ხორვატი მეკარის საკითხი სამშაბათს ღამემდე, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოგვარდება. განაცხადში არც გაბრიელ ჟეზუსია, რომელიც ბარსელონაში დღეს ნაშუადღევს უნდა ჩავიდეს, რათა ტრანსფერის ბოლო დეტალები დაასრულოს.

ტრავმირებული მოთამაშეები – გავი, ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი, ასევე განაცხადს მიღმა დარჩენილი მარკ კასადო “რაიოსთან” შეხვედრას გამოტოვებენ. სამაგიეროდ, პირველი გუნდის დინამიკაში რჩებიან და განაცხადს ავსებენ ახალგაზრდები: ედერ ალერი, ბრიან ფარინიასი და ჰამზა აბდელკარიმი.

“ბარსელონას” განაცხადი “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ:

  • მეკარეები: ჟოან გარსია, ვოიცეხ შჩესნი, ედერ ალერი;
  • მცველები: ჟოაუ კანსელუ, ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, ანდრეას კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ალეხანდრო ბალდე, ჩავი ესპარტი;
  • ნახევარმცველები: პედრი, როდრი, მარკ ბერნალი, ბრიან ფარინიასი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო.
  • თავდამსხმელები: ლამინ იამალი, რაფინია, კარიმ ადეიემი, ენტონი გორდონი, ჰამზა აბდელკარიმი.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი