workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლა მასიამ ბარსელონას 2026 წელს თითქმის 50 მილიონი ევრო მოუტანა

ლა მასიამ ბარსელონას 2026 წელს თითქმის 50 მილიონი ევრო მოუტანა

bolt მოკლედ
2026 წლის ზაფხულში "ლა მასიამ" "ბარსელონას" სოლიდური ფინანსური შემოსავალი მოუტანა. აკადემიის აღზრდილთა ტრანსფერებით კლუბმა თითქმის 50 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ამავდროულად, მათ მომავალზე კონტროლიც შეინარჩუნა.

2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლა მასია” “ბარსელონასთვის” შემოსავლების გენერირების მნიშვნელვოან გზად იქცა. კლუბმა ახალგაზრდა ტალანტების უმრავლესობის გაყიდვისას ჭკვიანური სტრატეგია გამოიყენა: ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკისა და პროგრესისთვის სხვაგან წასვლის საშუალება მისცა, თუმცა კონტრაქტებში გამოსყიდვის უფლება ან/და მომავალი გაყიდვის პროცენტები ჩადო.

ბონუსების გარეშე, კატალონიურმა კლუბმა მხოლოდ ამ ტრანსფერებით უკვე 48,7 მილიონი ევრო გამოიმუშავა (ამ თანხაში ჯერ მარკ კასადოს შესაძლო ტრანსფერი არ შედის).

“ლა მასიას” აღზრდილთა 10 ტრანსფერი:

  1. ანსუ ფატი (“მონაკო”) – 11 მილიონი ევრო
    ფატიმ “ბარსელონა” საბოლოოდ დატოვა. მონაკოელებმა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება გამოიყენეს და 11 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ბარსელონამ” მომავალი გაყიდვიდან პროცენტი შეინარჩუნა.
  2. ტომი მარკესი (“სპორტინგ ბრაგა”) – 11 მილიონი ევრო
    ნახევარმცველი, რომელიც კლუბის სისტემაში 10 წელი იმყოფებოდა, პორტუგალიურ გუნდში 11 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) გადავიდა. “ბარსელონამ” კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი და მომავალი გაყიდვიდან წილი ჩადო.
  3. ექტორ ფორტი (“რეალ სოსიედადი”) – 8,5 მილიონი ევრო
    კატალონიელი ფლანგის მცველი “რეალ სოსიედადს” უფლებების 50%-ის სანაცვლოდ შეუერთდა. “ბარსელონამ” პირველ ორ სეზონში 20-მილიონიანი, ხოლო შემდგომ 25-მილიონიანი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.
  4. ჟოფრე ტორენტსი (“აიაქსი”) – 6 მილიონი ევრო
    მარცხენა მცველი ამსტერდამულ გრანდში დაახლოებით 6 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონიელებმა უფლებების ნაწილი და გამოსყიდვის შესაძლებლობა აქაც შეინარჩუნეს.
  5. ტონი ფერნანდესი (“ვენეცია”) – ~4 მილიონი ევრო (არაოფიციალური)
    18 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი სერია A-ს დებიუტანტ “ვენეციაში” გადაბარგდება. შეთანხმება მომავალი ტრანსფერის 50%-სა და გამოსყიდვის პუნქტს ითვალისწინებს.
  6. ალვარო კორტესი (“როიალ ანტვერპენი”) – ~3,5 მილიონი ევრო (არაოფიციალური)
    ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა კარიერის გაგრძელება ბელგიაში გადაწყვიტა. ტრანსფერის ღირებულება 3,5 მილიონ ევროზე მეტი იქნება და “ბარსელონას” მისი დაბრუნების უფლება რჩება.
  7. ინიაკი პენია (“პანათინაიკოსი”) – 3 მილიონი ევრო
    27 წლის მეკარის ეტაპი “ბარსელონაში” დასრულდა. ბერძნულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
  8. ანდრეს კუენკა (“კომო”) – 700 000 ევრო
    კატალონიელებმა სესკ ფაბრეგასის გუნდთან შეთანხმებას მიაღწიეს, 700 ათასი ევრო მიიღეს და მომავალი გაყიდვის პროცენტი დაიტოვეს.
  9. დანი როდრიგესი (“დინამო ზაგრები”) – 600 000 ევრო
    ხორვატულმა კლუბმა ფეხბურთელთან 4+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. “ბარსელონამ” 600 000 ევრო, მომავალი გაყიდვის წილი და გამოსყიდვის უფლება მიიღო.
  10. სერჟი ალტიმირა (“სპორტინგი”) – 400 000 ევრო
    “ბეტისმა” ნახევარმცველი ლისაბონის “სპორტინგში” 18 მილიონად (პლუს 4 მილიონი ბონუსი) გაყიდა, საიდანაც “ბარსელონას” სოლიდარობისა და პროცენტის სახით 400 000 ევრო ერგო.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Barca for life
    Barca for lifeshield ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 11:58
    #3

    ნიკო გონსალესის ნიუკასლში გადასვლითაც ავიღეთ მსუყე 1.9მ სოლიდარობის ბონუსი.

    კასადო ლევერკუზენს და ბეშიქთაშს უნდაო
    დღეს ველი მაგის გაოფიციალურებასა და ახალ მცველს

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 31 აგვ 2026, 11:53
    #2

    რავიცი რეალი 50 მილიონად თითო ფეხბურთელს ყიდის და რანაირად?

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 31 აგვ 2026, 11:51
    #1

    მშვენიერი,თუ გაქაჩეს დავიბრუნებთ თუ ვერა 50 მილიონი პატარა კუში არაა. კასადო ამოგვიგდებს კაი მსუყედ,ბალდეც თუ წავიდა(მომავალ წელს მაინც). სუფთა მოგებებია და თემაა. ერთი დეიონგიც მაჩვენონ მოშორებული გუნდს და ალბათ იმ ზაფხულს კრისტინაც წავა,პლიუს რუნიც ამ ზამთარს. მერე სრულიად გაწმენდილი იქნება გუნდი.

    • Barca for life
      Barca for lifeshield ვეტერანი
      schedule 31 აგვ 2026, 12:07
      #4

      დეიონგზე შეიძლება ვერ დაგეთანხმო, ჩემი აზრით სკამზე რომ გიზის ეგეთი ფეხბურთელი, ძალიან დიდი პლუსია, თან მემგონია რომ როდრის რუისივით შეეწყობა. სკამიდან პირველი ოფშენი იქნება და ხან პედრის და ხან როდრის დაასვენებს.
      მაგრამ მანდ მთავარი გასააზრებელი ეგაა რომ მომდევნო წელს ან დეიონგი უნდა წავიდეს ან გავი ან ბერნალი თორე ეს ხალხი სულ სკამზე გახმობას არ დათანხმდება, მაგრამ თუ სასწაული მოხდა და დათანხმდნენ მაშინ რავიცი.. ვერცერთს ვერ შეველეოდი ასე ხელაღებით, დადონ 100მ და მერე კი ბატონო.

      კრისტენსენზე კიდე მგონია რომ თუ მართალია ის რომ ფიზიკურად მოხოდესო და აღარ იტრავმიანა, მაშინ თავისას დაამტკიცებს და მაგრად დაგვეხმარება. ძალიან ჭკვიანი და ქლაჩ მცველია ზოგადად, პროსტა ტრავმებმა გატანჯა, თორე სადაც არ დააყენეს, ყოველთვის მაგრად თამაშობდა, თითქმის ყველას ეწყობა და მაგისი ნამუხთლარი მომენტები მე არ მახსენდება.