ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის გადადებული შეხვედრების დასრულების შემდეგ, ტელემაყურებელთა ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა.
“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული დაპირისპირება “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა გახდა, რომლის აუდიტორიამაც 1 მილიონს გადააჭარბა. საუბარია ესპანეთის მასშტაბით ნახვების რაოდენობაზე. კატალონიელთა 2-0 გამარჯვებას ტელეეკრანებთან 1 058 000-მა ადამიანმა უყურა, რამაც საერთო წილის (Share) 11,0% შეადგინა.
შედარებისთვის, მეორე ადგილზე “რეალ მადრიდისა” და “რეალ სოსიედადის” დაპირისპირება გავიდა 704 000 მაყურებლით (7,4%), ხოლო მესამეზე “ვალენსია” – “ბეტისის” მატჩი – 445 000 მაყურებლით (4,9%).
ტური ყველაზე ნაკლებად ყურებადი “სელტასა” და “ოსასუნას” მატჩი გამოდგა, რომელსაც თვალი მხოლოდ 62 000-მა მაყურებელმა (0,7%) ადევნა.
Chelsi marc guis yidis 25 milionad romelic mivyidet 6ad da ravi mgoni barsashi ufro meti tamashi chaatara. Prosta ra menejmentiaq chelsis ase ro yidis fexburtelebs saswaulad magrebi arian mag saqmeshi
ზოგადად ინგლისში მასეა, ერთს გაიფართხალებს ფეხბურთელი და ფასი ეწევა აბა ლა ლიგაში ვენები უნდა გადაიჭრას, რომ 60 მილიონი მაინც ღირდეს