ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება და “ბარსელონას” რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ერთი ნაბიჯით წინ იყურება: თუ მოულოდნელი წასვლები ან ხულიან ალვარესის საქმეში რადიკალური შემობრუნება არ მოხდა, ბლაუგრანა ხმაურიან ტრანსფერს აღარ განახორციელებს. Marca-ს ცნობით, კლუბს სურს, “ფეარ პლეი” და ფინანსური რესურსი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეინახოს, რათა საჭიროების შემთხვევაში შემტევი ხაზი გააძლიეროს.
ჰანსი ფლიკი ლა ლიგის საწყის ორ ტურში გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილია – “ელჩესა” და “ატლეტიკთან” მატჩები მოგებით დასრულდა. კატალონიელებმა 7 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არცერთი არ მიუღიათ. შეტევის პროდუქტიულობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ კლუბს ახალი ფორვარდი არ დაუმატებია. შეტევის გასაძლიერებლად მთავარი და ერთადერთი კანდიდატი ხულიან ალვარესი იყო და რჩება, თუმცა მადრიდის “ატლეტიკოს” უარმა კატალონიელთა გეგმები შეაფერხა.
იანვრის სტრატეგია და “გეგმა B-ს” არარსებობა
მადრიდელთა უკომპრომისო პოზიციისა და “ბარსელონას” შემტევების შესანიშნავი ფორმის გათვალისწინებით (რაფინია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშობს და მის ანგარიშზე 3 გოლია, ისევე როგორც ფერმინ ლოპესის ანგარიშზე), კლუბმა თავდამსხმელის ძიება შეაჩერა: ან ალვარესი, ან არავინ. თუმცა, იანვარში 9 ნომრის დამატება გამორიცხული არაა – ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს თვეებში (გოლები, ტრავმები და ბაზარზე არსებული ვარიანტები).
კასადოსა და ფორტის წასვლა: ცენტრალური მცველის საკითხი
კატალონიური კლუბი უახლოეს დღეებში დიდ ტრანსფერს არ გეგმავს, რათა იანვრისთვის “ტოპ” თავდამსხმელის შესაძენად “ფეარ პლეის” ადგილი დაიტოვოს. ამავდროულად, ფინანსური თვალსაზრისით ბალანსი დაცულია. თუ გუნდიდან მარკ კასადო (რომელშიც 25-30 მილიონ ევროს ელიან) და ექტორ ფორტი (რომელიც დაახლოებით 15 მილიონადაა შეფასებული) წავლენ, ფლიკის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდეს.
ერთადერთი პოზიცია, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს, ცენტრალური მცველია. რონალდ არაუხო უკვე წავიდა, მალე ალვარო კორტესიც დატოვებს გუნდს, თუმცა მწვრთნელს საკმარისი რესურსი აქვს: პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია. ფლიკი და დეკუ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი ფეხბურთელის დამატების მთავარი პირობა ისაა, რომ იანვარში ფორვარდის მოსაყვანად “ფეარ პლეის” მარაგი აუცილებლად უნდა დარჩეს.
ადრე დავწერე არავის იყიდიან- მეტქი. რეალურად ლაპორტას მორიგი აფერისტული სვლა იყო. კარგად იცოდა რომ ალვრესის ტრანსფერი არ გამოვიდოდა, ამიტომ ვიტომ ბოლომდე მიაწვენ ალვარეს, სინამდვილესი არავის იყიდიან არც იანვარსი და არც მერე
იმედიაა ტრესოლდიზე აქვთ ინფორმაცია და განიხილავენ, ეგ ბიჭი ძალიან კარგ გუნდში იყომარებს სამომავლოდ და ჩვენ კიდე ვიქნებით ცხრიანის ძებნაში, მოიყვანონ ეგ ბიჭი 22 წლის არი ძალიან მაგარი სტატისტიკა აქვს, კარგი სიმაღლე, მოკლედ ლევანდოვსკის რეგენერაციაა ესე მოიხსენიებენ სოც ქსელში, 25 ლიმონი არი ტრანსფერმარკეტზე, გავცვალოთ კასადო ფორტში ერთად
ამათ შიგააქვთ, იანვარში ვინ უნდა მოიყვანონ. ალვარესსაც ტყუილად გაუფუჭეს საქმე.
სიტიმ სეზონი ცუდად რომ დაიწყოს იქნებ მაცივარს აღარ მოუნდეს იქ გაჩერება და ზამთარში დაჩალიჩდნენ ჩვენები🙄😂👌🏻
ზამთარში სიტი არ გაუშვებს ვარიანტი არაა. ზაფხულში შეიძლება, მარა ერთი 150 მილიონზე ნაკლები მაიმც არ დაჯდება.
Შემადგენლობა ჰყავს მარტო ისეთი რომ შანსი არაა ვერ გაქაჩონ როდრი გაუშვეს მაგრამ მის მაგივრად ელიოტ ანდერსონი და ენცო მოჰყავთ ხოლო წინ კი მსოფლიოში საუკეთესო სტრაიკერი ჰყავთ გამორიცხულია რომ ოთხეული ვერ დადონ
⚽️⚽️ შეასრულა
ისე რაც არ უნდა იყოს, ამ ალვარესის საგით ატლეტიკოს მონასტერი მაგრად აურიეს, კი არიან ღირსები ეგენი მარა ჩვენ მაინც ყველა ვარიანტში ვიგებთ რაღაცას.
დაცვა მოიყვანეთ დაცვა, მარტინის იმედზე მტერი იყოს მთელი სეზონი, რაც შეეეხება ნუთუ კასადოში ევროპულ გუნდს 40 ან 50 ენანება? წარმოიდგინეთ ნიკოლას ჯექსონში ასტონ ვილამ 75 გადაიხადა რომელსაც 1 წელია გოლი არ გაუტანია მაგრამ ბარსას ჰოუნდა დაუჟმოტონ ფული იმიტო რო დებილები არიან ჩვენები და კაპიკებად ატნევენ ფეხბურთელებს.
არაა გაოფიციალირებული ჯერ. იმდენს იზამენ რუნის ისტორია გამეორდება და შეეტენებათ ესენიც. რატო გაწელეს ესე გაშვება, სანამ რამეს არ მოიტეხენ. კასადოს მსურველი არ ყავს დავიჯერო? ვინებში იხდიან ინგლისელები 80 მილიონებს
არაბები იხდიდნენ 70+ მარა თვითონ კასადო არ წავიდა. დავიჯერო სულ ცოტა სანტანდერის რასინგის დონეც არ არის?
ფორტი ხო გადავიდა სოსიედადში
კი გადავიდა.