workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ატლეტიკთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკი ატლეტიკთან თამაშის შემდეგ

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” 2026/27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 2-0 დაამარცხა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა, თუმცა აღნიშნა, რომ კატალონიელებს გაუმჯობესების პოტენციალი ჯერ კიდევ აქვთ.

“ჩვენ კარგად ვითამაშეთ. რაც ვნახე, მომეწონა, მაგრამ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება. პოტენციალი გვაქვს. ამჟამად ჩვენი თამაშის დონე მომწონს, მაგრამ წინსვლა გვჭირდება, რაც ნორმალურია. მსოფლიო ჩემპიონატის გამო შეზღუდული მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. პირველ ორ მატჩში 6 ქულა ძალიან კარგი შედეგია.”

მან ასევე ისაუბრა გუნდურ მენტალიტეტსა და ფიზიკურ კონდიციებზე:

“როგორც იცით, ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. ვფიქრობ, როგორც გუნდმა კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, თუმცა საბოლოოდ ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდით. სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით და რაც დღეს ვნახე, ნამდვილად ფანტასტიკური იყო. ვფიქრობ, ლამინისთვის 90 წუთის თამაში კარგი იყო, რადგან ამ პირობებში ფიზიკურ ასპექტსაც ვაუმჯობესებთ. დღეს სწორედ ეს იყო იდეა. ცხადია, ბოლოს ყველა მოთამაშე ძალიან დაიღალა, მაგრამ ეს ნორმალურია – ეს ფეხბურთია და ჩვენ ყველაფერს ვიღებთ, რაც შეგვიძლია.”

ენტონი გორდონი და ჩავი ესპარტი

ფლიკმა განსაკუთრებული ყურადღება ენტონი გორდონისა და ჩავი ესპარტის თამაშზე გაამახვილა:

“გორდონი? ის ზუსტად ისეთია, როგორსაც ხედავთ. მისი სისწრაფე, შესრულების ძალა და მაღალი ტემპი ჩვენთვის ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვითხოვთ მისგან. ის გუნდთან ერთად მხოლოდ ორნახევარი კვირაა იმყოფება, ამიტომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლის პოტენციალი აქვს და ჩვენ ის სწორედ ამ დონეზე გვჭირდება.”

რაც შეეხება ესპარტს, რომელმაც პირველი გუნდის სრულუფლებიანი მოთამაშის სტატუსით სადებიუტო მატჩი ჩაატარა:

“ძალიან ვაფასებ იმას, რასაც ვხედავ და ცოტათი გაკვირვებულიც ვარ იმით, თუ როგორ თამაშობს ის მარცხენა მცველად. არ ვიცი, აქამდე რამდენი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ის შესანიშნავად მუშაობს, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. მისი ტექნიკა დაცვასა და შეტევაში ძალიან მაღალია და ყოველთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ტაქტიკურად ბრწყინვალეა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასაც, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს, განვითარების სივრცე აქვს.”

როდრი, ბერნალი და რაფინია

“ბარსელონას” რიგებში როდრის დებიუტსა და ახალგაზრდა მარკ ბერნალის თამაშზე მწვრთნელმა დასძინა:

“ყველა ბედნიერია, რომ როდრი ‘ბარსელონას’ მაისურით თამაშობს. ის იდეალური ფეხბურთელია ჩვენი ფილოსოფიისა და სათამაშო სტილისთვის. მარკ ბერნალმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.”

კაპიტან რაფინიასთან დაკავშირებით გერმანელის თქმით, მის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს:

“არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე თამაშობს რაფინია, ჩემთვის მთავარია ის, რასაც მოედანზე აჩვენებს. გულშემატკივრებს მასთან და გუნდთან კავშირი აქვთ. შესანიშნავი ატმოსფერო გვაქვს და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • Gio_bcn
    Gio_bcneco ახალბედა
    schedule 29 აგვ 2026, 11:42
    #10

    ყველა სიკეთესთან ერთად ამ ბიჭს მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს! ლა მასია მაინც სულ სხვა დონეა რაა❤️💙

  • vereli
    verelistar ლეგენდა
    schedule 28 აგვ 2026, 13:17
    #6

    არვიცი რამდენად თქვენც შეამჩნიეთ ეს და რაც დავინახე არის ის რომ ფლიკი აკეთებს აქცენტს უფრო იმ ფეხბურთელებზე რომლებსაც ბოლო პასის და გამაწვავებელი გამჭოლი პასის მაღალი კულტურა აქვთ, და გარსიაც იმიტო დააყენა კუნდეს მაგივრად და ესპარტი ,ალდეს და კანსელოს მაგივრად, ფლიკს გუნდში 5 ასეთი მოტამაშე ყავს :
    1. პედრი – არ ღირს ალბათ ბევრი ლაპარაკი 😍
    2. კუბარსი – ამ ბიჭის გენიალურობა სწორდ იმაშია რომ უდიდესი მცველის პოტენციალის გარდა აქვს სასწაული პასის კულტურა და ალღო რაც მსოფლიოზეც დაამტკიცა
    3. ბერნალი – “ახალი ბუსკეთსი” სწორედ არაჩვეულებრივი მოედნის ხედვით და პასის ალღოთი, და დაიხვეწება როდრის გვრდით და საყრდენია საუკეთესო
    4. გარსია – რომლის მთავარ პოტენციალად სწორედ ამას ხედავდა პეპიც და ყველა, ბურთის ამოტანა, მოედნის ხედვა, პასის კულტურა, არვიცი რამდენად მაგარი მცველი დადგება მაგრამ პრიგრესი ნამდვილად არის, ძაან თავდედებულია და დაზღვევაზეც არაეღტხელ კარგად გაირჯა მაგრამ მთავარი ფლიკისთვის უკანასკნელი პასი უნარებია აქაც
    5. ესპატი – რასაც ვხედავ არაჩვეულებრი ურთიერთობა ბურთთან, მაღალი სათამაშო ინტელექტი და პასი
    აი სწორედ ეს დავინახე და მგონია რომ გორდონის და ადეემის მოყვანაც ამ სქემასთან კავშირშია, სწრაფი გამქცევები – გორდონი ადეემი რაფინია და ფერმინი, ნები8სმიერს შეუძლია მცველებს ზურგს უკან გაქცევა და ამ დროს მტავარია სწორედ ეგ ბოლო პასი, ცრუ 9 იც ხომ მაგ სქემაში ჯდება და ამიტომაც მგონია რომ ფლიკი 9 ნზე არ ნერვიულობს

    • Don_Andresito
      Don_Andresitostar ლეგენდა
      schedule 28 აგვ 2026, 15:51
      #7

      პასის კულტურა არც კანსელოს დაეწუნება, გამამწვავებელი პასების მამაა მაგრამ ესპარტს სხვა თვისება აქვს კიდე, ძალიან ბევჯერ მოხდა ეგ და დააკვირდით თქვენც, როცა ბურთი თამაშში შედის მეკარის მხრიდან, მარტინი მარცხენა მცველად იწევა, შუაში კიდე ესპარტი შედის და ეგ იწყებს ბურთის ამოტანას. როგორც კი წინ წამოვა, ეგრევე მარტინი ცენტრალურ მცველად ბრუნდება. რაღაც დავალება აქვთ. ესპარტი მაინც შუა მოედნის ფეხბურთელია, საყრდენი, 6-8 ის პოზიცია მაგრამ იმდენად მოეწონა ფლიკს მაგისი ხარისხი რო ლიჟბი სადმე დააყენოს თორე მარცხენა მცველთან საერთო არაფერი აქვს, არც სწრაფი და დრიბლიორია და არც ცაცია. უბრალოდ უშეცდომოდ თამაშობს და სადაც დარჩა “ცარიელი” ადგილი იქ დააყენა. ერთადერთი მომენტი იყო როცა შემოჭრა და დაარტყა მარჯვენათი, მანდ ცოტა წაუმარცხენამცველა თორე ისე მაღალი ინტელექტის მქონდე ბავშვია, ბალდეზე და კუნდეზე ერთად აღებულზე მეტად და ამიტომაც თამაშობს. ბოლო პასი ძალიან სერიოზული უნარია და იშვიათობაა. დღეს 100 მდე მაღალი დონის ფეხბურთელს ჩამოვთვლი რომელსაც ბოლო პასი არ უვარგა მარა მაინც ტოპებად მიიჩნევიან. ბარსა ბ ეს ფეხბურთელებისთვის კიდე ეგ ჩვეულებრივი ამბავია დაბადებიდან აქვთ მგონი

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 28 აგვ 2026, 12:35
    #5

    იმედია მარტინი გამოასწორებს თავის პატარ-პატარა მიქარვებს, სეზონი ახალი დაწყებულია და კიდევ არა ერთ ინციდენტს ვნახავთ, მაგრამ რაც მთავარია გუნდი საიმედო მწვრთნელის ხელშია. და ასე დაწყნარებულად რამდენი წელია თამაშები არ მიყურებია.

  • LEVANII
    LEVANIIflag გულშემატკივარი
    schedule 28 აგვ 2026, 11:49
    #4

    Ესპარტი ძალიან მაგარი გვყავს ეგ მარტო ბალდეს კი არ შეცვლის კანსელოსაც ამოაგდებს ძირითადიდან. Ყველაფერი კარგად მიდის ერთადერთი ჰამზა მადარდებს სათამაშო წუთებს რომ არ იღებს. ფლიკი აშკარად რაფინია ფერმინს ტესტავს ცრუ ცხრიანზე ორივე თამაშში რაფინია ოლმოთი შეცვალა და ფერმინი აწია წინ. Ჰამზა იჩაგრება ამ სისტემაში არადა დარწმუნებული ვარ გვექნება ისეთი თამაშები სადაც მისი სტილის ფორვარდი დაგვჭირდება

  • ALBATROSS
    ALBATROSSeco ახალბედა
    schedule 28 აგვ 2026, 11:32
    #1

    ესპარტი მეც მაგრად მომწონს თუმცა ეგეთი შეცდომებისგან თავი შეიკავის უნდა რომ არა მარტინი გააგდება უეჭველი ბოლო იმედის ჯარიმაზე… სხვა პონტში რავი ძალიან კარგია დაცვაც შეტევაც იცის და რაც მთავარია რბილი პასი აქვა გადაცემის მხრივ ბალდე რომ სწორხაზოვანია და მეტოქეს ურახუნებს ბურთს ყოველი ჩაწოდების მცდელობაზე… არ ფაფხურობს და რავი პედრის სტილს წააგავს სხვათაშორის

    • walker599
      walker599shield ვეტერანი
      schedule 28 აგვ 2026, 11:41
      #3

      ხერარდ მარტინზე დებილი ფეხბურთელი არ მახსენდება, ჟერარ მატიეც კი ჯობია მაგას, გუშინ მაგან მიქარა ის მომენტი ესპარტმა რო ყვითელი აიკიდა, ცენტრ მცველი მოსაყვანია თორე დაგვღუპავს ეგ ქლიბი

    • Don_Andresito
      Don_Andresitostar ლეგენდა
      schedule 28 აგვ 2026, 15:56
      #8

      აი ეგაა ჩვენი აქილევსის ქულსი და პოტენციური დამღუპავი, წითლები. აი დააკვირდი რამდენი თამაში წავაგეთ მაგის გამო. პსჟ სთან ხავის ბარსა მაგიტო გამოვარდა თორე ფინალში გავიდოდით. ჩელსისთან შარშან მაგიტო წავაგეთ. ატლეტიკოსთან 2 ვე თამაშში კაცი გაგვიგდეს და ჯამში წავაგეთ. ბოლო სამიდან 2 ჯერ გამოვარდით ლიგიდან ბოლო იმედის ჯარიმის გამო. ზურგს უკან პასები მაინც გადის პრესინგის მიუხედავად, კიდევ ბევრი გავა. ვიტინია რო გადაუკიდებს კვარას ან დემბელეს, გავა ის პასი აბა რა იქნება. ეგ უნარი უნდა გამოამუშავებინოს ფლიკმა ყველას რო არ წააქციონ ეგეთი კაცი. გავიდეს და გაიტანოს ჰაა, მერე ჩვენ 2 გავუტანთ. მარა 10 კაცით რო ვრჩებით უკვე წაგებაა. ატლეტიკოსთან თამაში იყო მაგ მხრივ კატასტროფა, კუბარსის წითლის გამო წავაგეთ, მერე ვაქამბექებდით და უცებ გარსიამ იგივე გააკეთა გეგონება 1 კვირის წინ არ გაერჩიათ ის თამაში. ესპარტიც შეიძლებოდა გაეგდოთ. ამიტო მაგ დროს არ უნდა დაარღვიო თამაშის წესები და ეგ უნდა გაითავისონ.

      • joy
        joyeco ახალბედა
        schedule 28 აგვ 2026, 19:24
        #9

        მაგ ეპიზოდში ესპარტს როგორ ადანაშაულებთ????? უაღრესად სწორად აკეთებდა ყველაფერს! იმდენად უწყინარი სიტუაცია ქონდა ფეხმრუდე მარტინს რომ შეცდომა შეუძლებელი იყო, ამიტომ ესპარტმა შეანელა მოძრაობა და განთავისუფლდა ატლეტიკოს ფეხბურთელისაგან და მზად იყო პასი მიეღო! ამ ფეხმრუდე ყურშას კი ფეხები აერია და ვერც ერთი ვერ მოარტყა! ბურთი მიდიოდა უკვე იმათ ფეხბურთელს და ესპარტი ეცადა დაწეოდა, არ ჩაუხტა უკნიდან ზუსტად წითელი ბარათის გამო, შედარებით იოლი ფოლით გამოძვრა! ამ ყველაფრის მერე, ყვითლის მერე, დებილი მარტინი კიდე უღიმოდა თუ ეღრიჯებოდა ესპარტს!!!