გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს და ციფრებს ლა ლიგის მე-17 ტურზე..
37 გატანილი გოლი
17 ტური ამჟამად მეორე შედეგიანი ტურია ლა ლიგის მიმდინარე სეზონში – 37 გატანილი გოლი. ყველაზე მეტი გოლი მე-14 ტურში გავიდა – 42. გასული ტური საკმაოდ სტუმართმოყვარე გამოდგა: 10 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 3 საშინაო გამარჯვება, 1 ფრე და 6 სტუმრათ მოპოვებული გამარჯვება. ყველაზე პოპულარული ანგარიში – “0:1”, რომელიც ორჯერ დაფიქსირდა.
0 მიღებული ბარათი
“ბეტისის”, “ატლეტიკისა” და “სელტას” ფეხბურთელები, ყველაზე დისციპლინირებულები იყვნენ ამ ტურში – არცერთი მიღებული ბარათი მატჩში. სეზონში პირველად 17 ტურის შემდეგ მსგავსი პრეცენდენტი ერთბაშად სამ გუნდს აქვს.
“2”
17 ტურის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ “ატლეტიკო” უშვებს 1 გოლზე მეტს. პირველად ეს “ალმერიასთან” საშინაო მატჩში მოხდა ამჯერად კი “ლევანტეს” წინააღმდეგ.
პედრო როდრიგესმა “ბარსელონაში” თავისი მე-2 ჰეთ-ტრიკი გაიფორმა..
“3”
“ხეტაფეს” წინააღმდეგ მატჩში როგორც იქნა საბოლოოდ გაერთიანდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დუეტი, ალვესი და ალბა, რომლებმაც ერთად ბოლოს 3 თვის უკან ითამაშეს. – 14 სექტემბერს (“სევილიასთან” მატჩი).
უკვე მესამედ “ბარსელონამ” სეზონში “ქამბექი” შეასრულა. აქამდე “კარტახენასთან” (1:4) და “ვალიადოლიდთან” (4:1) კატალონიელები მარცხდებოდნე, თუმცა მეტოქეს მაინც ანადგურებდნენ.
“4”
სერხი რობერტო უკანასკნელი 5 მატჩიდან ზედიზედ 4-ჯერ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.
“რეალ სოსიედადმა” ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა ბასკებისათვის სასარგებლო აღმოჩნდა და ისინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან.
“5”
ბუსკეტსმა მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას, “ელჩეს” წინააღმდეგ გამოტოვებს.
“6”
“ბარსა” უკვე ზედიზედ მე-6 გამარჯვებას აფიქსირებს წლის ბოლო თამაშში. “ვილიარეალი” – 2008, “ესპანიოლი” – 2009 და 2010, მადრიდის “რეალი” – 2011 და “ვალიადოლიდი” – 2012.
6-ჯერ, როდესაც კატალონიელებმა “ხეტაფე” გასვლაზე დაამარცხეს, ისინი ყოველთვის პრიმერას ჩემპიონები ხდებოდნენ. ამინ!
“7”
ყველაზე შედეგიანი მატჩი “ხეტაფე” – “ბარსელონას” დაპირისპირება გახდა, სადაც 7 გოლი გავიდა.
“გრანადამ” ლა ლიგაში 9 საშინაო მატჩიდან 7 წააგო
“8+1”
“ელჩე” – “მალაგასა” და “ატლეტიკო” – “ლევანტეს” მატჩებში 8 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი დაფიქსირდა.
“9”
პედრო ასევე გახდა “ბლაუგრანას” საუკეთესო ბომბარდირი გასვლით მატჩებში, ამ მომენტისათვის მან გასვლაზე 9 გოლი გაიტანა (3 გოლი “რაიო ვალიეკანოს”, 1 “ბეტისის”, 2 “კარტახენას” და 3 “ხეტაფეს” კარში.)
პედროს “ხეტაფესთან” ჰეთ-ტრიკის გასაფორმებლად მხოლოდ 9 წუთი დასჭირდა.
“10”
პედრომ ასევე გაასწრო მესის პრიმერაში გატანილი გოლების რაოდენობით – 10, არგენტინელს კი ჯერჯერობით – 8 გოლი აქვს.
“ბეტისი” უკვე პრიმერას 10 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას (2 ფრე და 8 მარცხი)
“14”
პედრო ამ სეზონში “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირს, ლიონელ მესისაც გაუთანაბრდა, ორივე ფეხბურთელს ყველა ტურნირზე – 14 გოლი აქვს გატანილი. პედროს სტატისტიკა: 10 გოლი პრიმერაში, 3 თასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზე.
“49+3”
ლა ლიგის მე-17 ტურში 49 ყვითელი და 3 წითელი დაფიქსირდა
“55”
“ბარსელონა” უკვე 55 კვირაა ლა ლიგის ლიდერია, ეს აბსოლუტური რეკორდია!