“ბარსელონა” დღეს 2026/27 წლების ლა ლიგის სეზონის პირველ მატჩს “მარტინეს ვალეროზე” ჩაატარებს. კატალონიელების მეტოქე “ელჩე” იქნება, რომელმაც გასულ ორშაბათს ლა კორუნიას “დეპორტივოსთან” უკვე ითამაშა და ფრეს (1-1) დასჯერდა. ბლაუგრანამ განაცხადი დღეს დილით გამოაქვეყნა, სადაც არ ფიგურირებს ბალდე (რომლის მომავალიც კვლავ გაურკვეველია).
მოქმედი ჩემპიონისთვის, “ელჩესთან” შეხვედრა არა მხოლოდ გუნდისა და მისი საფეხბურთო იდეების წარდგენა იქნება, არამედ შესაძლოა წინასასეზონო ეტაპზე დამატებული რამდენიმე ახალი სახის ოფიციალური დებიუტიც ვიხილოთ.
ახალი ტრანსფერები
დეკუ და მისი სპორტული გუნდი ოფისებში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, რისი დასტურიც ენტონი გორდონის, კარიმ ადეიემისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებია. კანსელუ, რომელსაც ფლიკის გეგმებში მნიშვნელოვანი როლი აქვს, “ბარსელონას” მაისურით თავის მესამე დებიუტს ჩაატარებს (თუ მოედანზე გამოვა). პორტუგალიელმა მცველმა კულეს რანგში 2023/24 და 2025/26 წლების სეზონებშიც ითამაშა – ორივეჯერ იჯარით, ჯერ “მანჩესტერ სიტიდან”, შემდეგ კი საუდის არაბეთის “ალ-ჰილალიდან”.
რაც შეეხება გორდონს, მას სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” “ნიუკასლს” 70 მილიონი ევრო (დამატებული 10 მილიონი ბონუსების სახით) გადაუხადა, ის ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით თავის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. იგივე ეხება კარიმ ადეიემისაც, რომელიც კლუბს დორტმუნდის “ბორუსიადან” 22 მილიონი ევროს (პლუს 7 მილიონი ბონუსების სახით) სანაცვლოდ შეუერთდა.
შანსი “ლა მასიას” ფეხბურთელებს
წინასასეზონო ეტაპზე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშისთვის ფლიკმა “ლა მასიას” არაერთი მოთამაშე გამოიძახა. ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ჩავი ესპარტი ან ალვარო კორტესი, ოფიციალური დებიუტი გასულ სეზონში უკვე აღნიშნეს და არ არის გამორიცხული, გერმანელი მწვრთნელის დარწმუნების შემდეგ, კვირას კვლავ მიიღონ სათამაშო წუთები.
სხვებისთვის კი “მარტინეს ვალეროზე” სტუმრობა შესაძლოა პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი გამოდგეს. 18 წლის ეგვიპტელი თავდამსხმელი ჰამზა აბდელკარიმი (წინასასეზონო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი და ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა) მოედანზე გასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. შანსი შესაძლოა 17 წლის მარცხენა მცველს, ჟორდი პესკერსაც მიეცეს, რომელიც სულ რაღაც 5 თვის წინ Juvenil B-ში თამაშობდა, ალეხანდრო ბალდეს არყოფნაში კი სათამაშო წუთების მიღებას უმიზნებს.
კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმაც ფლიკი დაარწმუნა, 20 წლის ბრიან ფარინიასია. “ბარსა ატლეტიკის” ნახევარმცველი პირველ გუნდთან ერთად გასულ სეზონშიც ვარჯიშობდა, ახლა კი ლა ლიგის სადებიუტო მატჩის განაცხადში ადგილი დაიმსახურა.
ვნახოთ, როგორ დააკომპლექტებს ჰანსი ფლიკი შიდა ჩემპიონატის პირველ სასტარტო თერთმეტეულს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: “მარტინეს ვალეროზე” კატალონიური კლუბის მაისურით შესაძლოა არაერთი დებიუტი ვიხილოთ.
Შერკი რა კარგი ბიჭია შემოვიდა და 10 წუთში დაატრიალებინა გუნდს თამაში
ისე ამ სეზონში ფორვარდს თუ არ დავიმატებთ წესით არ უნდა იყოს კატასტროფა… დიდი ალბათობით სიტის წელს ცუდი სეზონი უნდა ჰქონდეს მთელი ნახევარდაცვა და შეტევა შეიცვალა გუნდსი და რაც მთავარია გვარდი წავიდა.. გამომდინარე აქედან არამგონია ჰოლანდიც დიდხანს გაჩერდეს მანდ და იქნება დავეჩალიჩოთ მომავალ სეზონსი მარა მანდ მტავარი პრობლემა ისაა რო 2034 ამდე აქვს კონტრაქტი სიტისთან და რამდენად შეელევნიან ან თუ შეელევიან რამდენს დააფასებენ ეგაა საკითხავი.