თითქოს ხულიან ალვარესის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა აკლდა, პარასკევს დილით მახადაონდაში, “ატლეტიკოს” სპორტულ ბაზაზე გამოჩნდა ბანერები, რომლებიც კლუბიდან მის წასვლას ითხოვდნენ. ამასთან ერთად, კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, მიგელ ანხელ ხილ მარინის განცხადებების შემდეგ, თავდამსხმელის აგენტი, ფერნანდო იდალგო აფეთქდა.
“არასოდეს ჰკითხო მატყუარას, რატომ იცრუა. ამის ასახსნელად მას ხელახლა მოტყუება მოუწევს”, – დაწერა იდალგომ თავის ინსტაგრამზე.
პასუხი ხილ მარინს
“ბარსელონას” სამიზნის წარმომადგენლის ეს გზავნილი ხილ მარინის EFE-სთან ინტერვიუდან სამი საათის შემდეგ გავრცელდა, სადაც მან პირდაპირ სახელის ხსენების გარეშე იდალგოსკენ გაისროლა: “უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო თვეებში ხულიანს პროფესიონალურ კარიერაში საუკეთესო მრჩევლები არ ჰყოლია.”
მანამდე კი აღმასრულებელი დირექტორი არგენტინელს დახმარების ხელს უწვდიდა, რათა მას “ატლეტიკოში” თამაშის ხალისი დაებრუნებინა: “ჩვენ დავეხმარებით ხულიანს და გავაგრძელებთ მასზე ზრუნვას, რათა თავისი სრული პოტენციალი გვაჩვენოს, რადგან ის ევროპის გრანდებთან კონკურენციისთვის გვჭირდება.”
მოლოდინი და ბარსელონას პოზიცია
იდალგოს ეს რეაქცია (რომელიც სავარაუდოდ პირდაპირ ხილ მარინისკენაა მიმართული) დიეგო პაბლო სიმეონეს შაბათის პრესკონფერენციის და კვირას “ვილიარეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გავრცელდა. “მეტროპოლიტანოს” ტრიბუნების რეაქცია ხულიანის მიმართ (ითამაშებს ის თუ არა) ზაფხულის ამ სატრანსფერო საგაში მორიგი ეპიზოდი იქნება.
უნდა ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ფეხბურთელი მოვლენათა განვითარების შესაბამისად. “ბარსელონასთვის” ხულიანი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად და 9 ნომრად კვლავ გეგმა A-დ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე “ატლეტიკოს” კატეგორიული უარის გამო კატალონიელებს ურთულესი ამოცანის გადაჭრა უწევთ.
ოპაა ნელ ნელა იძაბება იმედია მალე იზავს რამეს ალვარესი საჯაროდ გამოხატავს ან აჯანყდება თორე აზრი აღარ აქვს
დილა მშვიდობისა, სეტანტაზე ლალიგა აღარ არის ?
Ara ise achvenebden komentatoris gareshe da axla egrec agar ushveben. Liga 1 saudis ligas da ra debilobebi miyavt da laliga ar iyides.
რაც იაფი უჯდებათ იმას შვებიან
😀 მოკლედ ლალიგისთვის ანუ ცალკე უნდა ვიყიდო 😀 რა კაი იყო კაბელური რ*სულ არხებზე ყველაფერს უფასოდ ვუყურებდი და
Laligas setantaze ver uyureb silkze iqneba marto