ატლეტიკო არსენალს თანხმდება, ალვარესი – არა

ატლეტიკო არსენალს თანხმდება, ალვარესი – არა

bolt მოკლედ
"ატლეტიკომ" ხულიან ალვარესის სატრანსფერო საქმეში პოზიცია შეცვალა და მზადაა ფეხბურთელი "არსენალში" გაუშვას, თუმცა არგენტინელს ინგლისში დაბრუნება არ სურს და კვლავ "ბარსელონაში" გადასვლას ითხოვს.

მადრიდის “ატლეტიკომ” ხულიან ალვარესის საქმეში პოზიცია შეცვალა, რასაც AtleticoPlay ავრცელებს და Mundo Deportivo ადასტურებს. მას შემდეგ, რაც არგენტინელმა თავდამსხმელმა კლუბის დატოვების სურვილი როგორც საჯაროდ, ისე შიდა საუბრებში დააფიქსირა, “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა ტრანსფერზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, მაგრამ ერთი მკაფიო პირობით: უარი “ბარსელონას”!. მათ სურთ, რომ ფეხბურთელი “არსენალში” გაუშვან, რომელიც ხულიანის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. თუმცა, თავდამსხმელი ამაზე არ თანხმდება, რადგან მისი სურვილი კვლავ “ბარსელონაში” თამაშია.

ვეტო “ბარსელონას” და სიტუაციის გამწვავება

“ობობას” სიტუაცია “ატლეტიკოში” უკვე გაუსაძლისია და კლუბშიც ეს კარგად ესმით. თუმცა, ისინი “ბარსელონას” მიმართ ვეტოს ინარჩუნებენ. ამიერიდან მთავარია, თუ რამდენ ხანს შეინარჩუნებენ მხარეები საკუთარ პოზიციებს.

“ბარსელონას” სურს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 9 ნომერი დაიმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ზამთრის სატრანსფერო ბაზრამდე მოიცადონ და პოზიცია შეინარჩუნონ. თავის მხრივ, “ატლეტიკო” თანახმაა თავისი ვარსკვლავი გაყიდოს, მაგრამ შემცვლელის საპოვნელად ძალიან ცოტა დრო აქვს. “არსენალს” ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, რადგან მათ გიოკერესის ვარიანტი აქვთ (რომელიც სხვა კლუბებთან ერთად თავად “ბარსელონასაც” შესთავაზეს) და დიეგო სიმეონე ამ ტრანსფერს დასთანხმდებოდა.

ინგლისში დაბრუნება გამორიცხულია

მიუხედავად ამისა, “ატლეტიკოს” გეგმის მთავარი ფიგურა – ხულიანი, ინგლისიდან ახალი წამოსულია და იქ დაბრუნება აღარ სურს, ამიტომ ლონდონელთა შეთავაზებას არ იღებს. “ბარსელონასთვის” შანსი კვლავ რჩება, თუმცა ხილ მარინი კატალონიური კლუბის წინააღმდეგ სიამაყის გამო კვლავ პრინციპულ პოზიციაზე დგას და თავის “ჯვაროსნულ ლაშქრობას” აგრძელებს.

“ატლეტიკოს” ახალმა წინადადებამ ხულიანის უკმაყოფილება საკუთარი კლუბის მიმართ კიდევ უფრო გაზარდა. სიტუაცია უკვე უკიდურესად დაძაბულია და მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი კლუბთან ყოველთვის გულწრფელი იყო, მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ მიდის. ახლა მთავარი კითხვაა – ვინ უფრო დიდხანს გაძლებს ამ დაპირისპირებაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • ჯიჯი
    ჯიჯიshield ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 11:07
    #4

    ალვარესის თემას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად ატლეტიკო არის გუნდი,რომელიც ყველაფერს გააკეთებს მაგალითად ლა ლიგაში თამაშო მოუგოს ბარსელონას,სეზონი უტიტულოდ დაასრულოს,მაგრამ კმაყოფილები იქნებიან რომ ბარსელონას ქულები დააკარგვინეს და თამაში მოუგეს,ასეთი მენტალიტეტის გუნდია, ლიგაზეც იგივეს აკეთებენ, ბარსელონასთან ყველა კარიერის თამაშს ითამაშებს, მერე მომდევნო მეტოქესთან ისე ითამაშებენ მოტივაცია საერთოდ არ ეტყობათ, გამოვარდებიან ლიგიდან,მაგრამ ლიგაზე ასპარეზობას წარმატებულად ჩათვლიან იმიტომ რომ ბარსელონა გამოაგდეს, ასეა თითქმის ყოველ წელს, რა გუნდია ატლეტიკო დასკვნა თქვენთვის მომინდვია

  • Mariami Kh
    Mariami Khflag გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 10:22
    #3

    მარტო ეს სიქაჯე კმარა იმისთვის რომ ამ ბინძურ მადრიდელებს გაჩენის დღე ვაწყევლინოთ ისე უნდა გადავუაროთ სადაც გადაგვეყრება

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 10:01
    #1

    ატლეტიკო კლუბი, რომელიც დიდი ხანია საკუთარი თამაშის(საერთოდ თამაში თუ ქვია?)სტილის გამოა ფეხბურთიდან მოსაკვეთი და ეხლა პლიუს ესეთი სიქაჯე, საცოდავები რო არიან რამდენჯერ უნდა დაამტკიცონ რა…ისეთ რამეს შვებიან ვერ მიხვდები რა უნდა თქვა, ამათი ამ საქციელის პასუხი არი მხოლოდ ‘ზიზღი’ რაც ისედაც არ აკლდათ ბარსელონას მხრიდან..