დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
როდრიმ ბარსელონაში პირველად ივარჯიშა

როდრიმ ბარსელონაში პირველად ივარჯიშა

bolt მოკლედ
როდრი ერნანდესმა "ბარსელონას" რიგებში ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა. ჟოან გამპერის თასზე მის მოედანზე გასვლას არ ელიან, თუმცა გულშემატკივრებთან შეხვედრა გარანტირებული აქვს.

როდრი ერნანდესმა “ბარსელონას” ფეხბურთელად წარდგენისას განაცხადა: “მზად ვარ, ახლავე ვითამაშო“. თუმცა, მას ჯერ კიდევ აქვს სამუშაო წინასასეზონო ეტაპზე, რომელიც მისთვის მხოლოდ გასულ პარასკევს დაიწყო, როდესაც “მანჩესტერ სიტის” შეუერთდა. ორშაბათს ის ბარსელონაში ჩამოვიდა, სამშაბათს პრეზენტაციამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი, დღეს დილით კი “ტიტო ვილანოვას” მოედანზე სავარჯიშოდ გავიდა.

გამპერის თასი და დებიუტის მოლოდინი

ეს 30 წლის მადრიდელი ნახევარმცველის პირველი ვარჯიშია ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, ჟოან გამპერის თასამდე რამდენიმე საათით ადრე. კატალონიური გუნდი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ეგვიპტურ “ალ-აჰლის” დაუპირისპირდება.

არაა მოსალოდნელი, რომ როდრიმ თუნდაც რამდენიმე წუთი ითამაშოს, რადგან ამ დილით მან მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა და მოედანზე ცოტა ხნით იმყოფებოდა. თუმცა, ეს არც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ფანებისგან ის სითბო მიიღოს, რაც უკვე გარანტირებული აქვს, როდესაც მატჩის წინ, გუნდის პრეზენტაციისას მოედანზე გამოვა.

კანსელუს სტატუსი და ბიუროკრატიული შეფერხება

მოულოდნელი ცვლილების გარდა, არაა მოსალოდნელი, რომ ჟოაუ კანსელუ დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად პრეზენტაციაზე გამოვიდეს. საუდის არაბეთის “ალ-ჰილალთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები მისი, როგორც თავისუფალი აგენტის ტრანსფერის გამოცხადებას აფერხებს.

თუმცა, 32 წლის პორტუგალიელი მცველი უკვე ორი დღეა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს, რომლებსაც იდეალურად იცნობს მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში მათთან ერთად ლა ლიგა მოიგო. კანსელუ ასევე შეხვდა როდრის, რომელთან ერთადაც “მანჩესტერ სიტიში” სამნახევარი სეზონი (2019-22) ითამაშა.

პედრისა და გავის მზადყოფნა

პედრი და გავი ასევე რჩებიან გუნდის დინამიკაში მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შვეიცარიაში, “ბაზელთან” 5-2 მოგებული ამხანაგური მატჩის განაცხადს მიღმა დარჩნენ. ჰანსი ფლიკი ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტს, მისცემს თუ არა მათ რამდენიმე წუთს დღეს საღამოს “ალ-აჰლის” წინააღმდეგ, რაც ლა ლიგაში მომავალი კვირის (თბილისის დროით 23:30 საათი) სადებიუტო მატჩის, “ელჩესთან” შეხვედრის წინ ბოლო რეპეტიციაა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Fuhrer
    Fuhrereco ახალბედა
    schedule 19 აგვ 2026, 20:39

    ჟერარ რომერომ დაწერა ბარსა ლაუტაროზე გადაერთოო, ჟერარ რომერო ძაან მაგარი ჟურნალისტია, პირველად მაგან დაწერა ნეიმარი პსჟ-ში მიდისო, ისე ლაუტარო ძაან მაგარი და სტაბილური გამტანი არის, მარა ტრავმიანიცაა.