კანსელუ: იქ ვარ, სად ყოფნაც მინდა

კანსელუ: იქ ვარ, სად ყოფნაც მინდა

ჟოაუ კანსელუმ ოცნება აისრულა. პორტუგალიელმა ფლანგის მცველმა “ალ-ჰილალთან” კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მოდის. ის ბარსელონაში დღეს, შუადღისას, დაახლოებით 14:00 საათზე დაეშვა, რათა “ბარსელონასთან” 2029 წლის ივნისამდე კონტრაქტი გააფორმოს.

ორ სხვადასხვა ეტაპზე იჯარით თამაშის შემდეგ (ჯერ ჩავის ხელმძღვანელობით 2023-24 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტიდან”, შემდეგ კი გასულ სეზონში ჰანსი ფლიკთან იანვრიდან ივნისამდე “ალ-ჰილალიდან”), კანსელუ საბოლოოდ 100%-ით “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება, რაც მისი მთავარი მიზანი იყო 2024 წლის ივნისში პირველი იჯარის დასრულების შემდეგ. პორტუგალიელი ლურჯ-ბროწეულისფერთა კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს.

“ალ-ჰილალიდან” წამოსვლა

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად “ალ-ჰილალს” პორტუგალიელის ტრანსფერში 10 მილიონის მიღება სურდა, კანსელუმ აიძულა თავისი კლუბი, მისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსი მიეცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და კლუბს საუდის არაბეთის ლიგაში დაშვებულ 10 უცხოელზე 3-ით მეტი (13) ლეგიონერი ჰყავდა. ბარსელონაში გამოფრენამდე კანსელუმ თვითმფრინავიდან ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

“სახლში ვბრუნდები.”

პრეზენტაციის გარეშე და პირველი კომენტარი

იმის გათვალისწინებით, რომ კანსელუ “ბარსელონაში” გასულ სეზონშიც თამაშობდა და კარგად ნაცნობი ფიგურაა, მისი ოფიციალური პრეზენტაცია არ იგეგმება. დაფრენისთანავე მან თავისი პირველი შეფასებები გააკეთა:

“ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, იქ ვარ, სადაც ყოფნა მინდა. ერთი კვირა განცალკევებით ვვარჯიშობდი, დეკუს ვუთხარი, რომ ან აქ მოვიდოდი, ან ერთი წელი იქ ვიქნებოდი თამაშის გარეშე და ხელფასს ავიღებდი. ჩემი ხელფასის ნაწილზე უარი ვთქვი, მაგრამ არჩევანი ასეთი იყო – ან “ბარსელონაში” გადმოსვლა, ან არაფერი.”

“ეს განსაკუთრებული კლუბია, აქ დასახმარებლად ვარ და იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს მოვიგებთ. ჩვენ დიდებულ გუნდს ვაშენებთ.”

ფლიკის მოთხოვნა

მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანელი მწვრთნელის პრიორიტეტი ცაცია ცენტრალური მცველის დამატება იყო, ფლიკი კანსელუს იჯარას დათანხმდა, რადგან ის ორივე ფლანგზე თამაშის უნარით გამოირჩეოდა. პორტუგალიელმა გერმანელი მწვრთნელი თავისი მაღალი დონის თამაშით დაარწმუნა, რამაც მას ახლა “ბარსელონაში” სრულფასოვანი ტრანსფერის ოცნების ასრულება გაუადვილა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

დატოვე კომენტარი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 18 აგვ 2026, 02:36

    უფასოდ თუ დაითრევდნენ ნააღდად არ მეგონა. სასწაული ფანჯარა გვაქვს. ეგებ კიდე იკისრონ რამე. მგონია არ გაჩერდებიან ამაზე. მცველს და ცხრიანს მოიყვანენ,ან ერთ-ერთს მაინც. კანსელოს ვენაცვალე კიდე კულე გულსა და სულში მე 💙❤️

  • Motamashe
    Motamasheeco ახალბედა
    schedule 18 აგვ 2026, 01:05

    გიჟია❤️ ალალია კაპიტნობა, ყველაზე ჯიგარი პორტუგალიელია მსოფლიოში

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 18 აგვ 2026, 00:25

    დავაბრუნოთ კუნდე ცენტრში და ეგეც ცაცია ცენტრალური მცველი; აქეთ ესპრატი-გარსია; კრისტენსენს გავყიდდი და კუბარსი-კუნდე-მარტინი-კორტესი საკმარისი იქნებოდა

  • mesi_10
    mesi_10star ლეგენდა
    schedule 18 აგვ 2026, 00:17

    წამსვლელები წავიდნენ მომსვლელები მოვიდნენ იდიაში მიქაუტაძეც დაითრიონ ბარემ და წელს ყველა ტიტულზე გაიწევს გუნდი სადაც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს იქ სუპერთასსაც დაიკლავს მუხლზე ვინც არ უნდა შეხვდეს დალშე ლალიგა და დანარჩენებიც ბონუსათ მოყვება…

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 23:49

    აბარა ასეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ გუნდში. მართლა რომ უყვართ კლუბი და არა ფულზე დახამებული ბო*ები.

  • me da barca
    me da barcastar ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 23:22

    სათაური მომწონს, უშეცდომოა.🫣

  • Rick Sanchez
    Rick Sanchezlocal_fire_department კულე
    schedule 17 აგვ 2026, 22:59

    მაგარი კაცია, უყვარს კლუბი და მეც მიყვარს ასეთი ხალხი♥️

  • GiorgiM4
    GiorgiM4eco ახალბედა
    schedule 17 აგვ 2026, 22:49

    სტალონეს რატომ გავს? რაღაც იმაიმუნა სილვესტერმა

  • Bakero
    Bakerostar ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 22:32

    ეს ვინ ყოფილა ბიჭო მიეცით სასწრაფოდ კაპიტნის სამკლაური ❤️ რაფინიას შემდეგ…როჟა თათრებს გამოექცა უფასოდ :)))))))) საღოლ!

  • L.M.10
    L.M.10flag გულშემატკივარი
    schedule 17 აგვ 2026, 22:19

    ადამინმა სტატიის სათაური რატო გააუპატიურა?

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 22:15

    აი ესა როცა ბარსაში თამაში უნდა მუდამ ფეხბურთელს ✊🏻