ბაზელში სიახლეების დღე იყო. ენტონი გორდონის დებიუტის გარდა, ჰანსი ფლიკის გუნდის ორმა ახალმა სახემ კლუბში პირველი გოლები აღნიშნა. კარიმ ადეიემიმ პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, ხოლო ჯესი ბისივუმ თვალის დახამხამებაში დუბლი შეასრულა და მატჩი საუკეთესოდ დაასრულა.
გოლი და საგოლე პასი ადეიემისგან
გერმანელმა მიმდინარე წინასასეზონო ეტაპზე თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პირველი ტაიმის მიწურულს, მან რაფინიას შესანიშნავი მოქმედებით ისარგებლა და შეტევა ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა, რამაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა. “ბორუსია დორტმუნდის” ყოფილმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” პირველი გოლი გაიტანა.
თუმცა, მას ანგარიშზე კიდევ უფრო დიდი გავლენა უნდა მოეხდინა. მეორე ტაიმის დასაწყისში ის წინ გაიჭრა და შორეულ ძელთან ბურთი ჰამზა აბდელკარიმს ჩაუწოდა, რომელმაც ანგარიში 2-1 გახადა. ეგვიპტელისთვის ეს წინასასეზონო ეტაპზე მესამე გოლი იყო, ხოლო ადეიემიმ თამაში გოლითა და საგოლე გადაცემით დაასრულა. ის “ბარსელონას” სისტემაში სულ უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად გამოიყურება.
ბისივუს დუბლი
ადეიემიმ 79 წუთი ითამაშა, სანამ ადგილს დასკვნითი ეტაპის ვარსკვლავს დაუთმობდა. ჯესი ბისივუმ ორ წუთზე ნაკლებ დროში ორი გოლი გაიტანა, რომელთაგან პირველი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო. დანი ოლმომ ისეთი პასი გააკეთა, როგორიც მხოლოდ მას შეუძლია, დანარჩენი კი ბელგიელმა შეასრულა – ცენტრისკენ შეიწია და ცხრიანში აუღებელი დარტყმით “ბარსელონას” მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მისი მეორე გოლი ლამინ იამალის ბრწყინვალე ინდივიდუალურ მოქმედებას მოჰყვა. მან ბისივუს ბურთი ფაქტობრივად გამზადებული მიართვა, შედეგად კი “ბარსელონამ” მეხუთე და ბოლო გოლი გაიტანა “ბაზელის” კარში. ეს დაუვიწყარი დღე იყო როგორც ადეიემისთვის, ასევე ბისივუსთვის, რომლებმაც უკვე იციან, თუ რას ნიშნავს “ბარსელონასთვის” გოლის გატანა.
ადეიემის იმედი მაქვს
იმედი მაქვს რო ეს ახალგაზრდები დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, რასაც ვუყურე ყველაფერი აქვთ საამისოდ, და უფრო მოიხოდებიან.
ბისივუს უკვე ეტყობა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს ტალანტია უდაოდ ! თან ზღაპრული ფიზიკური მონაცემები აქვს ! ასევე ჰამზაც ადეიემი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ! გორდონს ჯერ დრო სჭირდება ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო გუნდთან ერთად
ესე იგი, ეს ბისივუ 18 წლისაა, 1.85-ია სიმაღლით, ფლანგზე არბენინებდნენ, მე კი ვფიქრობ ცენტრში გადმოწევა სჯობს;
ჰამზა ასევე 18 წლისაა, 1.82, სტილით ლევანდოვსკისა და ჯეკას შორის რაღაც შუალედურია, ამასობაში ტრანსფერებისა არ ვიცი, მაგრამ მხეცი ახალგაზრდები მოდიან;
რომც არავინ მოიყვანონ სტრაიკერზე, შეტევა ისეთია, რომ გოლის გატანის შნო ყველას აქვს, ცრუ 9-იანზეც გადმოწევს და ჩვეულებრივ ცენტრფორვარდადაც;
რაფა, გორდონი, ლამინე, ადეიემი, ჰამზა და ბისივუ; პლუს ფერმინი და ოლმო ცრუ 9-იანზე; ყველა “ისპალნიტელია”😇
კი 100% ით. უბრალოდ ხეტაფეებთან ალავესებთან და ეგეთ დაცვით გუნდებთან მაინც ტიპიური 9 ნი საჭიროა. გიოკერეშის იაჯარა თუ გაიჭრა კარგია, ყიდვა არ ღირს, 80 ნაკლებად არ გამოუშვებენ მარა ოსიმენი თუ იყიდეს ჰავერცი ხელშეუხებელია და გიოკერეში საჭირო აღარ იქნება. იმენა საჯარიმოს ფორვარდია და როტაციაში იდეალური იქნება. ოღონთ იჯარა უნდა გავჩარხოთ. ეგეც თუ შეძლო დეკომ რავი ძმაო. თორე გახნილ გუნდებთან სადაც სივრცეა ვინც შენ ჩამოთვალე 12-15 გოლის გატანა თითქმის ყვლას შეუძლია. ნუ რაფინიას იამალს ფერმინს და ოლმოს უეჭველი. მარა ჩაკეტილ თამაშში სივრცე სადაც არაა რაფასაც უჭირს ადეიემისაც გაუჭრიდება და სხვებსაც. მაინც 9 ნი დიდი ფუფუნებაა როცა გყავს და მეტოქის შესაბამისად რო იყენებ. ჩათვალე გიოკერეში (ალვარესზე გადამეწურა იმედი) დაიდოს და თითქმის იდეალური შემადგენლობა გვყავს. დაცვას რო ვუყურებ არ ვიცი ვინ უნდა იყიდონ რო ასეთ თამაშს გაუძლოს, ასე ამოწეული დაცვით ვითამაშებთ ისევ და არ მეგულება მცველი ვინც არ დაიჩაგრება. როდრი იმის საშუალებას მოგვცემს რო ბურთი უფრო მეტად გვქონდეს და შეტევების დიდი ნაწილი დაცვამდე არ მიუშვას და ჩაშალოს მარა სპრინტერი მცველი თუ არ მოვიდა არაფერი გამოვა, ისევ თამაშგარეების მახის იმედზე ვიქნებით წელსაც და ამ სტილში ისევ შედარებით გამოცდილმა მარტინმა კუბარსიმ და გარსიამ ითამაშონ ჯობს. თან პრესეზონის გაუვლელად მოსული თნდაც ლუკება და თუნდაც ლაპორტი რომელიც ბებერია და ნელია, მარტინს ვერ ამოაგდებენ. იმედია კრისტიანსენი გაქაჩავს ცოტას და არ დაიმტვრევა ეგეც საქმეა. ჩემი აზრით ახლა სუფთა 9 უფრო გვინდა ვიდრე საშუალო დონის მცველი. მარა თუ ორივე მოვა საერთოდ იდეალური
ადეიემი მხეცია
აუ ეს იმედია მაკე გაიხსნება ძალიან ტალანტია 👌🏻
გილოცავთ ყველად როდრის ტრანსფერს