workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
პედრი სპეციალური გეგმით ვარჯიშობს

პედრი სპეციალური გეგმით ვარჯიშობს

bolt მოკლედ
ოთხშაბათს დაბრუნების შემდეგ, პედრის "ბარსელონას" საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია. კლუბის ინფორმაციით, ეს წინასწარ გაწერილი ინდივიდუალური გეგმის ნაწილია და კანარელი ნახევარმცველის მდგომარეობა სანერვიულო არ არის.

ჰანსი ფლიკის განკარგულებაში უკვე “ბარსელონას” პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელია (ფერან ტორესის გარდა). ესპანელი სანაკრებო მოთამაშეების დაბრუნების შემდეგ, გერმანელ სპეციალისტს სრული შემადგენლობა ჰყავს.

ინდივიდუალური გეგმა და სავარჯიშო დარბაზი

ერთ-ერთი, ვინც ოთხშაბათს დაბრუნდა, 23 წლის პედრია. მას შემდეგ მას დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად სესიებში მონაწილეობა არ მიუღია. მის არყოფნასთან დაკავშირებით კლუბის წყაროების პასუხი ის არის, რომ კანარელი ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშში დაბრუნების სპეციალურ გეგმას მიჰყვება. მსოფლიო ჩემპიონმა, “ბარსელონას” რიგებში დაბრუნებამდე, გულშემატკივრებს ინდივიდუალური ვარჯიშის კადრები გაუზიარა და ეს იყო ბოლო საჯარო სიახლე მის პროგრესთან დაკავშირებით.

წმინდა ფიზიკური მომზადების კუთხით, პედრის მიეცა რეკომენდაცია, რომ პირველი დღეები სავარჯიშო დარბაზში, გუნდისგან განცალკევებით დაეწყო. თუმცა, ეს მხოლოდ პირადი დაგეგმარების საკითხი იყო და ამ შაბათს იგეგმება, რომ ის მოედანზე სარბენად გამოვა.

კანარელი ნახევარმცველის ირგვლივ აბსოლუტური სიმშვიდეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 14 აგვ 2026, 19:35
    #1

    ფერან ტორესის გაყიდვით შემოსული ფულით სიტიმ ჰალანდი იყიდა. Just fact

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 14 აგვ 2026, 20:41
      #2

      და ეხლა როდრის გაყიდვით ვის ყიდვას აპირებენ ეს ღორები.