რუნი ბარდჯი კლინიკაში თანაგუნდელებმა მოინახულეს

რუნი ბარდჯი კლინიკაში თანაგუნდელებმა მოინახულეს

bolt მოკლედ
"ბარსელონას" შვედი თავდამსხმელი რუნი, რომელსაც მარჯვენა მუხლზე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკაში თანაგუნდელებმა მოინახულეს. ტრავმის გამო ფეხბურთელის კლუბიდან წასვლა ჩაიშალა და მას რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.

რუნი ბარდჯი კლინიკაში რჩება მას შემდეგ, რაც მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოთხშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა. ეს მძიმე ტრავმა მან გასული ორშაბათის ვარჯიშზე მიიღო. ხუთშაბათს შვედმა თავდამსხმელმა რამდენიმე თანაგუნდელისგან მხარდაჭერა მიიღო.

ექტორ ფორტი, გავი, პედრი და ალეხანდრო ბალდე გუშინ ბარსელონას ჰოსპიტალს ესტუმრნენ, სადაც რუნის ოპერაცია ჩაუტარდა. მათ თანაგუნდელის მდგომარეობა მოიკითხეს, გაამხნევეს და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

გარემარბმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა მადლიერების მოკლე ფრაზით:

“მიყვარხართ, ბიჭებო, მადლობა მოსვლისთვის”.

რთული რეაბილიტაცია

მძიმე ტრავმამ შვედის ტრანსფერი ჩაშალა. ის ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედიოდა, რადგან მარჯვენა ფლანგზე მწვრთნელი “ბარსელონას” შემადგენლობიდან ლამინ იამალსა და კარიმ ადეიემის ეყრდნობა. 20 წლის ფეხბურთელს მოედნის მიღმა რამდენიმე თვის გატარება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელისთვის ეს ამ ტიპის მეორე ოპერაციაა. საქმე ეხება ზუსტად იმავე მუხლს, რომელიც მან 2024 წელს, “კოპენჰაგენში” თამაშისას დაიზიანა და მაშინაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 14 აგვ 2026, 17:45

    ძმებო, ოქროს ბურთს ვინ მოიგებს წელს როგორ ფიქრობთ? როგორც გამოცემები წერენ კეინი და იამალი არიან მთავარი ფავორიტები.

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 14 აგვ 2026, 16:26

    ფლიკიც კაი სლე აღმოჩნდება თუ თემუდან გამოწერილი სუარესი ამჯობინა ჟორჟს

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 14 აგვ 2026, 14:49

    ლა ლიგა 9 დღეში იწყება ტრანსფერები იგვიანებს კიდე, როდრის თუ მოასწრებენ მანამდე, ყველა ტრანსფერი ჩვენთვის რატომ ჭიანურდება, მარტო გორდონი დავიმატეთ ერთ დღეში

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      schedule 14 აგვ 2026, 16:11

      სიტი ადრაკებს. 60 ლიმონი დაგვიწუნეს და 80 გვინდაო იძახიან. წესით იმ კვირაში მოყომარდება.

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 14 აგვ 2026, 20:43

        ეტყობა ვალები აქვთ ბლომად.