ტერ შტეგენის წარმატებული დებიუტი აიაქსში

ტერ შტეგენის წარმატებული დებიუტი აიაქსში

“ბარსელონადან” “აიაქსში” განათხოვრებულმა გერმანელმა ვარსკვლავმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ნიდერლანდულ გუნდში პირველი თამაში ჩაატარა და ის მეკარე გაგვახსენა, რომელიც “ბლაუგრანას” კარს წარმატებით იცავდა.

ერედივიზიონის პირველ ტურში ამსტერდამელები “ზვოლეს” ეწვივნენ და მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით 2-0 მოიგეს. თუმცა რომ არა ტერ შტეგენი, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. 34-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0-0 იყო, 34 წლის გერმანელმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და მასპინძელთა თავური დარტყმის შემდეგ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ტერ შტეგენმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, გერმანელს ბევრი საქმე აღარც ჰქონია.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი