ინგლისში იუწყებიან, რომ ამ ზაფხულში “ასტონ ვილას” მთავარი პრიორიტეტი “ბარსელონას” 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, მარკ ბერნალის ტრანსფერია. მორგან როჯერსის “ჩელსიში” 137 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ ინგლისურმა კლუბმა დიდი ფინანსური შემოსავალი მიიღო და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ შემადგენლობის გაძლიერება სურს.
ინტერესი ინგლისიდან
გაზეთ The Sun-ის ცნობით, ბერნალი უნაი ემერის მთავარი სამიზნეა და “ასტონ ვილა” მზადაა, ესპანელის სანაცვლოდ “ბარსელონას” 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი (35 მილიონი ევრო) შესთავაზოს. ეს ფასი საკმაოდ დაბალი ჩანს იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც ჰანსი ფლიკისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მომავალ სეზონში კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს – განსაკუთრებით ფრენკი დე იონგის ტრავმის ფონზე.
აღნიშნული ინფორმაცია ასევე მიუთითებს, რომ ბერნალის ტრანსფერით კიდევ ერთი კლუბი, “მანჩესტერ სიტიც” არის დაინტერესებული. “ქალაქელები” ამ ვარიანტს როდრის შესაძლო წასვლის გამო განიხილავენ, რომელსაც “რეალ მადრიდს” და უფრო შორეულ პერსპექტივაში, “ბარსელონას” უკავშირებენ.
“ბარსელონას” პოზიცია
ინგლისიდან გავრცელებული ცნობების მიუხედავად “ბარსელონაში” მარკ ბერნალის წასვლას არ განიხილავენ და სჯერათ, რომ ის აწმყოსა და მომავლის საკვანძო ფიგურა იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ ნდობის მკაფიო გამოხატულებაა, რომელსაც თავისი ცხოვრების კლუბში წარმატების მიღწევის სურვილი და ამბიცია აქვს.
ასტონ ვილას ხელმძღვანელებთან კითხვა გამიჩნდა: პედრი და ლამინეც ხომ არ გინდათ, სამივე ერთად 100🍋-ში?!
😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀😀
მე პირადად კითხვა კი არ გამიჩნდა, უცებ გავღიზიანდი ვიღაც როჯერსი გაყიდეს 137 ლიმონად და ბერნალი მოუნდათ კაპიკებში, თუმცა მერე უცებ დავფიქრდი და მივედი აზრამდე თუ ფეხბურთელს აფასებ და გინდა მაშინ მაქსიმუმის გაღებას ცდილობ, ამათმა მაქსიმუმი კი არა მინიმუმიც არ გაიმეტეს ნორმალური, რომ თემას სერიოზულად შეხედო, მე ესე მიმაჩნია თუმცა დეკუს და ლაპორტას რა ჩემი ვინისიუსი უდევთ თავში კაცმა არ იცის, ეგენი შეილება კიდეც განიხილავრნ 😆😆 ანუ ტიპები რა საცოდავი პიროვენებების შთაბეჭდილებას ტოვებენ აზზე ხარ ასტონ ვილაც რომ დაგვცინის? 😀😀ეგენი უეჭველი ქოცები არიან..