workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: “პუიოლი კარიერას ასრულებს? ეს სიურპრიზია”

მარტინო: “პუიოლი კარიერას ასრულებს? ეს სიურპრიზია”

როგორც კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი აცხადებს, იგი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ გუნდის კაპიტანი ბუცების კედელზე ჩამოკიდების საკითხს განიხილავს.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაუთავებელი ტრავმების გამო, კარლეს პუიოლი შედარებით დაბალ ჩემპიონატში გადასვლას, ან სულაც კარიერის დასრულებას გეგმავს.

“ეს ამბავი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან პუიოლს ჩემთან ამაზე არაფერი უთქამს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ მინახავს, თუ როგორ ვარჯიშობს იგი სხვა მოთამაშეებთან ერთად, ყოველგვარი ტკვილის გარეშე”, – აცხადებს ხერარდო მარტინო.

“არ მსურს ახლა ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ. სპეკულირება არასწორი იქნება”, – დაასრულა არგენტინელმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ვეტერანმა ესპანელმა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward