ლევანდოვსკიმ ბარსელონას გამო უარის 200 მილიონზე თქვა

ლევანდოვსკიმ ბარსელონას გამო უარის 200 მილიონზე თქვა

მოკლედ
პინი ზაჰავიმ, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, დაადასტურა, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა საუდის არაბეთიდან მიღებულ 200 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებაზე უარი თქვა, რათა "ბარსელონაში" დარჩენილიყო.

პინი ზაჰავიმ, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, დაადასტურა, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა “ბარსელონაში” კიდევ ერთი წლით დარჩენა სურდა, რაც კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტასაც ძალიან უნდოდა.

ესპანურ გამოცემა Sport-თან ინტერვიუში ზაჰავიმ აღნიშნა:

“იცით, რომ ჟოან ლაპორტა ნამდვილად აღმერთებს ლევას! მას სურდა, რომ რობერტს ‘სპოტიფაი კამპ ნოუზე’ კიდევ ერთი წელი ეთამაშა. ამის შესახებ მას დეკემბერში ვესაუბრე და მაშინ მითხრა: ‘მინდა, რომ რობერტი დარჩეს’.”

თუმცა, ლაპორტას პოზიცია სპორტული მენეჯმენტისა და სამწვრთნელო შტაბის გეგმებს ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ დეკუსა და ჰანსი ფლიკის საქმეში არ უნდა ჩარეულიყო.

“სასტარტო შემადგენლობას სწორედ ისინი წყვეტენ და რობერტს ძირითად თერთმეტეულში მოხვედრის გარანტიას ვერ აძლევდნენ, რაც მისთვის ფულზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. თქვენ მას იცნობთ, მას ყოველთვის სურს თამაში და გუნდის საკვანძო ფიგურად ყოფნა. თუმცა, დეკუსა და ფლიკს ‘ბარსელონაში’ რობერტის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, რის გამოც გარკვეულ მომენტში სხვა ვარიანტების ძიება დავიწყეთ,” – განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

ზაჰავიმ საუბარი ლაპორტას სიტყვებით გააგრძელა:

“ლაპორტამ მითხრა: ‘უთხარი რობერტს, რომ ჩვენ ის გვიყვარს. ის ჩვენი ისტორიის ნაწილია და ის არის კაცი, რომელმაც ‘ბარსელონა’ გადაარჩინა.’ გესმით ეს? ‘მან ‘ბარსელონა’ გადაარჩინა’, ზუსტად ასე თქვა.”

“სწორედ ამიტომ მჯერა, რომ თუ მას ოდესმე ‘ბარსელონაში’ მუშაობა მოუნდება, მისთვის იქ ადგილი ყოველთვის მოიძებნება.”

უარი ასტრონომიულ თანხას

პოლონელ თავდამსხმელს გუნდის დატოვება თვეებით ადრე შეეძლო. ზაჰავიმ გაამხილა, რომ იანვარში საუდის არაბეთიდან მიიღეს ორწლიანი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი სეზონში 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, მაგრამ ლევანდოვსკიმ ის დაბლოკა. მისი მთავარი პრიორიტეტი კატალონიურ გუნდში დარჩენა იყო.

“2026 წლის იანვარში რობერტს მაგიდაზე ედო ორწლიანი შეთავაზება, წელიწადში 100 მილიონი ევროს ოდენობით. რატომ თქვა უარი? იმიტომ, რომ მას ‘ბარსელონაში’ თამაში სურდა,” – თქვა ზაჰავიმ.

საუდის არაბეთის ვარიანტი მოგვიანებით გაქრა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა კლუბებმა ხარჯების პოლიტიკა შეცვალეს და ერთი წლით ადრე შეთავაზებული თანხები უკვე ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. ზაჰავი “ალ-იტიჰადსა” და კატარის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, მაგრამ საბოლოოდ ლევანდოვსკის აცნობა, რომ ეს გზა უკვე გართულებული იყო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    28 ივლ 2026, 13:50

    ეხლა უკვე ატრაკებენ, რაც მეტს ვეფერებით მით მეტი უნდათ. თუ გქონდა 200 მილიონიანი შეთავაზება რატომ თქვით უარი? ან რატომ არ უთხარით ცოტა ხანი გვაცადეთო და ლაპორტას არ დაელაპარაკეთ? თქვენ საქმეს მიხედავდა ლაპორტა, ბარსასთვის ვერ მიუხედია როგორც საჭიროა. იცის, რო ატლეტიკოსთან და სერესოსთან რამეზე გარიგება არის ჩვენთვის უდიდესი ზარალი და მაინც იქ მიძვრება, რო გვლანძღონ და შეურაცყოფა მოგვაყენონ ზედმეტად. მთელი წელი ერთი ნორმალური თავდამსხმელი ვერ შეარჩიეს, რო ისევ სერესოს არ დატაკებოდნენ.