workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგის განცხადება ტრავმასთან დაკავშირებით

ფრენკი დე იონგის განცხადება ტრავმასთან დაკავშირებით

“ბარსელონამ” ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფრენკი დე იონგს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი აქვს გაგლეჯილი. სამედიცინო ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და დეტალებზე ისაუბრა.

ნახევარმცველი ხსნის, რომ ნაკრებში ყოფნისას თავდაპირველად მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა, თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ “ბარსელონას” ექიმებთან ერთად ჩატარებულმა გამოკვლევებმა ტრავმის უფრო დიდი სირთულე აჩვენა. ამ ეტაპზე ოპერაცია საჭირო არ არის, მაგრამ ფეხბურთელი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს. თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება, დე იონგს მინიმუმ ოთხი თვე გაცდენა მოუწევს.

ფრენკი დე იონგის მიმართვა გულშემატკივრებს

“ძვირფასო გულშემატკივრებო:

ჩვეულებრივ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რასაც ჩემზე, გუნდსა თუ კლუბზე წერენ. მაგრამ ბოლო დროს ჩემს ტრავმასა და ‘ბარსელონაში’ ჩემს სიტუაციასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა.

მიმძიმს იმის ყურება, თუ როგორ აყენებს ზოგიერთი ადამიანი ეჭვქვეშ კლუბთან ჩემს ურთიერთობასა და ერთგულებას ცრუ ინფორმაციის გამო.

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ‘ბარსელონასა’ და ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ, თუ რა მოხდა რეალურად.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს მუხლის ტრავმა მივიღე. პირველადი შეფასებების შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ეს მსუბუქი დაზიანება იყო და თამაშის გაგრძელების შემთხვევაში არ გართულდებოდა. ერთადერთი პრობლემა ტკივილით თამაში იყო, მაგრამ კარიერის განმავლობაში ეს ბევრჯერ გამიკეთებია, როცა გუნდის დახმარება შემეძლო – როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

შვებულების დროს ბარსელონაში დავბრუნდი ახალი გამოკვლევების ჩასატარებლად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად დადგინდა. საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის ოპერაცია საჭირო არ არის და ახლა მთლიანად გამოჯანმრთელებასა და მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნებაზე ვარ კონცენტრირებული.

ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო. ჩემს პროფესიას, ჩემს სხეულსა და გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. მაგრამ არის რაღაცები, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია და ეს ტრავმა ერთ-ერთი მათგანია.

‘ბარსელონასა’ და ნიდერლანდების ნაკრებში თამაში წარმოუდგენლად მეამაყება და ჩემი ერთგულება ორივეს მიმართ არასდროს შეიცვლება. კვლავაც ყველაფერს გავიღებ ამ გერბისთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

წინ ჯერ კიდევ ბევრი მომენტი გველის და ბევრი მიზანი გვაქვს, რომელთა მიღწევაც ერთად გვსურს.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველი დაბრუნებას.

Visca Barça sempre. ფრენკი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 25 ივლ 2026, 02:00
    #8

    ერთი შენი სირი დედასაც შევეცი მე🖕🏿

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 24 ივლ 2026, 15:12
    #5

    გაასხნეინეთ რა. ასე ჩემთვის იმედი არცერთ იგროკს გაუცრუებია…

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 25 ივლ 2026, 02:01
      #9

      ზუსტად, ამასთან ერთად დე ლიხტზეც ვოცნებობდი აიაქსში რომ იყვნენ. კიდევ კარგი მარტო ეს მოათრიეს და ის მეორე ვერა.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 24 ივლ 2026, 13:40
    #3

    გუშინ ფეისბუკზე წერდა ვიღაცა, ამ კაცს არ აფასებენ უძლიერესიაო, ოღონდ თავის ადგილზე არ ათამაშებენო. ვინმემ იცით ამის ადგილი მოედანზე, დამიწერეთ რა უკვე მეც ძალიან მაინტერესებს 7 წელია გუნდში და ადგილი როგორ ვერ იპოვა? თუ იპოვა და ვერ ამხელს? ან თუ “თავის” ადგილს კიდევ ეძებს, ან იქნებ ნაპოვნიც აქვს, მაგრამ მწვრთელი უკრძალავს იმ თავის ადგილზე თამაშს.

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 24 ივლ 2026, 17:46
      #6

      8იანია და რაც ბარსაშია უმეტესად თავისთვის შეუსაბამო პოზიციაზე ათამაშებენ, აი ბუსკეცთან ერთად როცა იყო და პედრისთან 2 საყრდენიანში ნამდვილად მაგრად თამაშობს და სპორტული კუთხით რა გინდათ მაგ ბიჭთან მართლა ვერ ვხვდები.
      მე სულ ვაჯვამდი და გუნდიდან ვაგდებდი იმიტომ რომ სპორტულს გარეთ უშუალოდ კლუბთან და საქციელებში ბევრჯერ დამიმუღამებია რომ გუნდის ერთგული არ იყო და ეს მორიგ ჯერზე ამ ტრავმითაც გამოჩნდა, მარა როგორც ფეხბურთელი რო მაგარია მაგას რად უნდა ლაპარაკი, თავის სისტემაში როცა ჩაჯდა ფლიკთან რავი ამ 2 წელში რამე საწუწუნო მოგვცა? მე პირადად არ მახსენდება ამისი ჩავარდნილი თამაშები.
      რასაც გავუუმჯობესებდი დაცვა და კარში დარტყმის მცდელობაა, მარა რომ დავუფიქრდეთ 8იანობსთვის შესაბამისად იდეალურად თამაშობს.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 24 ივლ 2026, 13:23
    #2

    ეხ რამხელა ხელფასის რეალის ყველა ნახევარმცველს ერთად არ აქვს მგონი და ტიპს 5 თამაში თუ ექნება მაღალ დონეზე ნათამაშები სულ

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 24 ივლ 2026, 17:53
      #7

      უკვე აღარა აქ მაგდენი. ახლა 13ს იღებს, წინა წელს შეიმცირა ხელფასი.
      რეალში კიდე ალაბა ყავდათ კისერზე მომჯდარი, სადღაც 30მდე აკეთებდა, ეს დეიონგი ქემაინც თამაშობდა და ის იმენა დემბელეზე უარესი გამოდგა😂 ამიტომ არც მაგათ ჰქონდათ დალხენილად ყველაფერი. ეს უბრალოდ ჩვენი მდგომარეობა ჩანდა ყოველთვის დრამატულად, რადგან პრესაში ბაგავდა ინფორმაცია და კლუბი კრიზისში იყო, თორე რეალიც არანორმალურ ხელფასებს არიგებს და აგერ ვინისიუსსაც იმიტომ კარგავენ რომ მბაპეს დაუნიშნეს დიდი ხელფასი და ამასაც მაგდენი უნდა თორე წავალო, რეალი კი ახალ კონტრაქტს არ უდებს.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 24 ივლ 2026, 11:35
    #1

    დაბრუნდი რა

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 24 ივლ 2026, 13:41
      #4

      სადღაც მოვკარი თვალი 2027 წლამდე ვერ დაბრუნდებაო…