ემერიკ ლაპორტი კიდევ ერთი ცენტრალური მცველია, რომლის სახელიც ბოლო საათებში “ბარსელონას” დაუკავშირდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ ესპანეთის ნაკრებში პაუ კუბარსისთან შესანიშნავი დუეტის შემქმნელი “ბილბაოს” მცველი კატალონიურ კლუბს ცოტა ხნის წინ შესთავაზეს. ამ ინფორმაციას Cadena Cope ავრცელებს.
ლაპორტი, რომელსაც 27 მაისს 32 წელი შეუსრულდა, ცაციაა და “სან მამესზე” სულ რაღაც 10 თვეა იმყოფება მას შემდეგ, რაც “ალ-ნასრიდან” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. ბასკურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წელს იწურება. იქ მას კარგი ხელფასი აქვს და “ატლეტიკის” თამაშში საკვანძო ფიგურასაც წარმოადგენს..
დაძაბული ურთიერთობა კლუბებს შორის
“ბარსელონასა” და “ბილბაოს” შორის ურთიერთობა 2024 და 2025 წლების ზაფხულში ნიკო უილიამსთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ სახარბიელო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, თუ “ბარსელონამ” ლაპორტის დამატება სცადა, ბასკები არანაირ დათმობაზე არ წავლენ და პროცესს არ გაამარტივებენ.
ძველი ინტერესი
ბასკი-ფრანგი ცენტრალური მცველი “ბარსელონას” რადარზე არაერთხელ ყოფილა. თავის დროზე, მოლაპარაკებებზე “ბილბაოს” წინააღმდეგობის გამო, 2017/18 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ის “მანჩესტერ სიტიში” აღმოჩნდა.
ასევე, 2023 წლის ზაფხულში საუდის არაბეთში წასვლამდე, ლაპორტი “ბარსელონაში” გადმოსვლის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა მაშინ ისეთი გარემოებები არ შეიქმნა, რომ მას კატალონიური კლუბის მაისური მოერგო.
ის პედრო იყიდონ რა კუნდე გაყიდონ მაინც არ ვარგა და ის ძაან იგროკი ტიპია და კუკურელია ვინ გაუშვა პროსტა? ახალ უყურე მაგ მოღალატეს
ო სიმეონე იწყებს ძირითადში, ასე რა, დე პოლი კაი ხნის წინ იყო ამოსაგდები, რამდენი ხანია ვიძახდი, ირბენს გიჟივით. ფლანგები ცოტა გაცოცხლდებიან.
ესპანეთი საფრანგეთზე რამდენი ხანია ვწერდი და ზუსტად ის მოხდა რასაც ვწერდი, ესპანეთმა მოგუდა თავისი აწყობილი სისტემით.
ახლა ვიტყვი რომ ფინალში არგენტინა თუ გავიდა მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ ესპანეთთან, ცოტა სამხრეთ ამერიკული ცეცხლი, მიარტავენ ცოტას, ცოტას ნერვებს მოუშლიან, და ამით უფრო აურევენ ესპანეთს თამაშს. ინგლისი უფრო დალაგებულად ევროპულად ითამაშებს და ამ თამაშში ესპანეთი ძალიან დაჯაბნის.