ჩემპიონები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ. ორშაბათს, 13 ივლისს, 2026/27 წლების სეზონის წინასასეზონო მზადების პირველ დღეს, ფეხბურთელებმა ვარჯიშის განახლებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარეს. “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე შემოწმების გასავლელად ჯამში 25 მოთამაშე გამოცხადდა.
24 ფეხბურთელი პირველ დღეს
სამედიცინო შემოწმება პირველი გუნდის 10-მა ფეხბურთელმა გაიარა: ვოიცეხ შჩესნიმ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ალეხანდრო ბალდემ, ანდრეას კრისტენსენმა, ფერმინ ლოპსმა, მარკ კასადომ, ჟერარ მარტინმა, მარკ ბერნალმა, ექტორ ფორტმა და რუნი ბარდჯიმ. მათთან ერთად ტესტირებაზე იმყოფებოდა 15 მოთამაშე “ბარსელონა ატლეტიკისა” და ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობებიდან: არონ იააკობიშვილი, ჟოფრე, ალვარო კორტესი, ჰაფიზ გარიბა, ტომი მარკესი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა, იბრაჰიმ დიარა, გილერმო ფერნანდესი, ალექს გონსალესი, შეინ კლუივერტი, ტონი ფერნანდესი, ოსკარ ჟისტაუ, ჩავი ესპარტი და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ჰამზა აბდელკარიმი.
პირველი ვარჯიში სამშაბათს
ორშაბათს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გუნდი ვარჯიშს სამშაბათს, თბილისის დროით დილის 11:30 საათზე, “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე დაიწყებს.











პიკზე ამ სეზონში უნდა გაიყვანოს ჰანსმა გუნდი
ფლიკი ალბათ იპოვის რასაც ეძებს, დიდი იმედი მაქვს.
ალვარო კორტესი /ებრიმა ტუნკარა/ ჰამზა აბდელკარიმი ეს სამეულია საინტერესო იმედია ნახავს ფლიკი და შეაფასებს მათ შესაძლებლობებს
ჩელსის გარემარბზე პედრუ ნეტუზე ჩალიჩობს ბარსაო ანუ ფორვარდი ნეტუ უნდათ აბა ალვარესი სირია და არ გამოდის მგონი არადა ნეტუ არაა ცუდიი თუმცა რავიცი 4 5 გოლი აქ 2 სეზონში და ჭორი მგონია ამას ჟოაო პედრო ჯობია ისევ
ვინგერს აღარ მოიყვანენ, ფორვარდზე ჩალიჩობენ. მუნდიალის მერე უნდა ველოდოთ გააქტიურებას
ესპარტი დიდებში და ჰამზაც უნდა დაიტესტოს