ჟიულ კუნდე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” სეზონის სტარტი ერთი კვირით გადაიდება. ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით მუნდიალის ამ ეტაპზე ერთი წარმომადგენელიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გუნდის მატჩი გადაიდოს.
“ბარსელონა” სეზონს მე-2 ტურში, “ელჩესთან” გასვლითი მატჩით (22/23 აგვისტოს) დაიწყებს. პირველი ტურის შეხვედრა კი “ბილბაოს” წინააღმდეგ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” შუა კვირაში, მე-3 ტურამდე (“ბარსელონა” – “რაიო ვალეკანო”, 29/30 აგვისტო) გაიმართება.
ტებასის პროტოკოლი
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა უკვე განმარტა, რომ ყველა იმ კლუბს, რომელსაც მუნდიალის ნახევარფინალში ერთი ფეხბურთელი მაინც ეყოლება, ჩემპიონატის დაწყება ავტომატურად გადაუვადდება:
“ყველა მოთამაშისთვის შესრულდება ის, რასაც AFE-ს კოლექტიური ხელშეკრულება ითვალისწინებს. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს 3-კვირიანი დასვენება და მოსამზადებლად კიდევ 3 კვირა ეკუთვნით.”
10 ფეხბურთელი 3 ნაკრებში
“ბარსელონას” მატჩის გადადების დიდი შანსი თავიდანვე ჰქონდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 10 ფეხბურთელი ჰყავდა, რომლებიც 3 სხვადასხვა ნაკრებში იყვნენ გადანაწილებულნი: პაუ კუბარსი, პედრი გონსალესი, ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, გავი, ერიკ გარსია და ჟოან გარსია (ესპანეთი), ჟიულ კუნდე (საფრანგეთი) და ენტონი გორდონი (ინგლისი). პირველი ტურის გადასადებად საკმარისი იყო, რომ ამ სამი ნაკრებიდან ერთი მაინც გასულიყო ნახევარფინალში. საფრანგეთი კი უკვე ამ ეტაპზეა.
შეცვლილი კალენდარი
“ბარსელონას” პირველი ტურის მატჩი “ბილბაოს” წინააღმდეგ 15 და 16 აგვისტოს შაბათ-კვირას, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ჰქონდა დაგეგმილი. როგორც ტებასმა თავის დროზე აღნიშნა:
“ეს გადადებული პირველი ტური შესაძლოა ჩემპიონატის მეორე და მესამე ტურებს შორის გაიმართოს.”
ახლა მხოლოდ ზუსტი თარიღის დადგენაღაა დარჩენილი. ამრიგად, “ბარსელონა” ლა ლიგას მეორე ტურში “ელჩესთან” (22/23 აგვისტოს) სტუმრად დაიწყებს, რის შემდეგაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ზედიზედ ორ შეხვედრას ჩაატარებს: “ბილბაოს” წინააღმდეგ (პირველი ტური, 25/26/27 აგვისტოს კვირის შუა დღეებში) და “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ (მე-3 ტური, 29/30 აგვისტოს).
3+3 კვირა აშკარად არ გამოდის 🙂 მარა რა თქმა უნდა კარგია მაინც
Ანუ რეალის თამაშიც გადაიდება და ატლეტიკოსიც. არგენტინაც გავა ნახევარფინალში