ბარსელონა ტრანსფერებისთვის ხაზინას 210 მილიონიანი ობლიგაციების გამოშვებით ზრდის

ბარსელონა ტრანსფერებისთვის ხაზინას 210 მილიონიანი ობლიგაციების გამოშვებით ზრდის

საერთაშორისო სააგენტო Morningstar DBRS-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც “ბარსელონას” საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა და ის კვლავ BBB ნიშნულზე დატოვა, რაც სააგენტოს თქმით “ადასტურებს მათ ნდობას Espai Barça-ს პროექტის განვითარების თანმხლები ფინანსური სტრატეგიისა და ბიზნეს მოდელის სიძლიერის მიმართ”. თუმცა, რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურზე შეიცვალა, რადგან კლუბი “მოედნის “სპოტიფაი კამპ ნოუს” პროექტის გამო მეტ ვალს აიღებს.

ამ ანგარიშის კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე მიზნების განსახორციელებლად ბიუჯეტს ობლიგაციების გამოშვებით შეავსებს. საუბარია სატელევიზიო უფლებების ხარჯზე 210 მილიონი ევროს ობლიგაციების გამოშვებაზე. აქედან 105 მილიონი ამ ივლისში, ხოლო დანარჩენი 105 მილიონი ნოემბერში შემოვა.

სატელევიზიო უფლებების წინასწარი ავანსი

Mundo Deportivo-სთან საუბარში კლუბის წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს ფინანსური ოპერაცია ძირითადად ტრანსფერებისა და ხელფასების ხარჯების უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი და უკვე გაფორმებული სატელევიზიო უფლებების ხარჯზე ობლიგაციების გამოშვებას წარმოადგენს. თანხის მიღებისთანავე ვალი იფარება. მოკლედ რომ ვთქვათ, “ბარსელონა” ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ბიუჯეტს ზრდის.

Senior Media-ს ობლიგაციები სატელევიზიო უფლებების სამომავლო შემოსავლებით უზრუნველყოფილი ვალის გამოშვებაა. ეს არ წარმოადგენს ახალ ეკონომიკურ ბერკეტს, რადგან არ გულისხმობს ახალი აქტივების გაყიდვას ან არაორდინალური შემოსავლების გენერირებას, არამედ წარმოადგენს იმ შემოსავლების ავანსს, რომელიც კლუბს უკვე გარანტირებული და ხელმოწერილი აქვს. ვინაიდან ეს დაფინანსებაა, ოპერაცია წარმოშობს ფინანსურ ხარჯებსა და პროცენტებს, თუმცა იძლევა ლიკვიდურობის წინასწარ მიღების საშუალებას, რომელსაც კლუბი მოგვიანებით მიიღებს.

“სპოტიფაი კამპ ნოუს” პროექტის შეფერხება და 300 მილიონიანი კრედიტი

ხაზინის ეს ავანსი ძირითადად Espai Barça-ს პროექტის შესრულების შეფერხებითაა გამოწვეული. სამუშაოების დაგვიანებამ გადადო ახალი შემოსავლის წყაროების ამოქმედება, როგორიცაა ახალი “სპოტიფაი კამპ ნოუს” VIP ლოჟები. სანამ ეს შემოსავლები არ არის, კლუბი პროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს თავის თავზე იღებს. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე VIP ლოჟების პირველი ეტაპი ამოქმედდება, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული შემოსავლების გენერირების დაწყებისა და ხაზინის ამ დროებითი დაძაბულობის შემსუბუქების საშუალებას მისცემს.

ამ თვალსაზრისით, Morningstar-ის მიერ “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობის შეფასება პოზიტიურიდან სტაბილურზე მცირდება, რადგან ეფუძნება იმას, რომ კლუბი Espai Barça-ს სამუშაოების დასასრულებლად დელეგატთა რიგგარეშე ასამბლეაზე დამატებითი კრედიტის აღებას გეგმავს. აღნიშნული სააგენტო კრედიტის მოცულობას, რომელსაც “ბარსელონა” მოითხოვს, დაახლოებით 300 მილიონ ევროდ აფასებს. ვინაიდან კლუბის ხაზინა ასევე დამოკიდებულია სტადიონის განახლებაზე, სწორედ ამიტომ მოითხოვეს სატელევიზიო შემოსავლების ავანსი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი