Here We Go! მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აიაქსში იჯარით გადადის

Here We Go! მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აიაქსში იჯარით გადადის

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობილი ფრაზა — Here We Go გაჟღერდა! “ბარსელონას” გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარიერას ამსტერდამის “აიაქსში” გააგრძელებს.

ტრანსფერის დეტალები

რომანოს ინფორმაციით, კატალონიურმა და ნიდერლანდურმა კლუბებმა საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგების პირობების თანახმად, მოთამაშის ხელფასის უდიდეს ნაწილს სწორედ “აიაქსი” დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი კარის დარაჯის დამატება ამსტერდამელთა მთავარი მწვრთნელის, მიჩელისა და დირექტორის, ჟორდი კრუიფის დიდი სურვილი იყო.

სამედიცინო შემოწმება

ამჟამად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამედიცინო შემოწმების გასავლელად სრულად მზადაა. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ტესტირებას წარმატებით გაივლის, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • lesane C
    lesane C ვეტერანი
    03 ივლ 2026, 22:34

    ხელფასს ბარსა უხდის ხო?😀😀 ვერ მოვიშორეთეს ჩემისა რა ბართომეუს მოუტკან კარგის ტრაკი მაგხელა კონტრაქტი რო დაუდო