workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ბარსელონა ლა ლიგის 1:1 წესს უბრუნდება – სატრანსფერო შეზღუდვები მოიხსნა!

ბარსელონა ლა ლიგის 1:1 წესს უბრუნდება – სატრანსფერო შეზღუდვები მოიხსნა!

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ფინანსური მდგომარეობა სრულად დაარეგულირა და ლა ლიგის 1:1 წესს დაუბრუნდა. ეს კლუბს სატრანსფერო ბაზარზე სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ყველა სატრანსფერო ლიმიტს აუქმებს.

კატალონიური “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი სიახლეა: კლუბმა ფინანსური მდგომარეობა სრულად დაარეგულირა და ლა ლიგის ფინანსური ფეირ-პლეის ცნობილ 1:1 წესს დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტები, რამონ ფუენტესი და ხოან ბატალია ავრცელებენ.

კლუბის შიდა წყაროები ადასტურებენ, რომ “ბარსელონამ” ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგად ფინანსური სიტუაცია გამართა და ესპანეთის ჩემპიონატის რეგულაციებთან უკვე სრულ შესაბამისობაშია.

რას ნიშნავს 1:1 წესზე დაბრუნება?

აქამდე არსებული მკაცრი შეზღუდვებისგან განსხვავებით, როდესაც კლუბს გამომუშავებული თანხის მხოლოდ ნაწილის რეინვესტირება შეეძლო, ახალი რეალობა “ბარსელონას” სატრანსფერო ბაზარზე სრულ თავისუფლებას ანიჭებს:

  • კლუბს შეეძლება სატრანსფერო ბაზარზე დახარჯოს ყოველი ევრო, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვიდან ან სხვა კომერციული საქმიანობიდან მიიღებს.
  • ახალი მოთამაშეების რეგისტრაციისა და ტრანსფერებში ინვესტირების პროცესში კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის მხრიდან აღარანაირ ლიმიტს აღარ წააწყდება.

ეს გარდატეხა ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სასურველი მაღალი დონის ვარსკვლავების ტრანსფერები ყოველგვარი ბიუროკრატიული და ფინანსური დაბრკოლებების გარეშე დახუროს და გუნდი სრულფასოვნად გააძლიეროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 04 ივლ 2026, 05:15
    #8

    ხულიანის ტრანსფერს პირადად დავბლოკავ, დაავიწყდა, რომ ბევრი გოლი უნდა გაიტანოს🤔
    კიდევ კაი სერეზო ჯორზე შეჯდა
    დაცვაში კანსელო გამოვისყიდოთ და 9-იანს გავზრდით ლა მასიადან და ბ-დან
    კუნდე, ესპრატი, ფონტი, ერიკი, პაუ, კრისტენსენი, მარტიბი, ბალდე და,ჟოაო გვეყოლება უკან და არაუხო ნაქსუი
    ცენტრში ორივე მარკი, ფრენკი, გავიპედრი და ოლომოფერმინი, გორდონი ვითრიეთ და ხან რაფა გადმოვა 9-იანზე ხან ფერანი და იქნებ იმ ბავშვმაც ივარგოს, დღეს არა უშავდა

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lovereco ახალბედა
    schedule 03 ივლ 2026, 10:44
    #6

    ამათ სულ რო მილიარდები ედოთ ბანკში მაინც ვერავის მოიყვანენ, მარტო ფულით ვერ მოიყვან ფეხბურთელს, პერესის გაკეთებულ ტრანსფერებს შევხედოთ ბოლო ათი წლის განმავლობაში, უმეტესობა უფასოდ მოიყვანადა ზოგში მიზერული თანხა გადაიხადა, როგორ? მოლაპარაკებებშია ძლიერი, იცის როგორ უნდა დაიყოლიოს ფეხბურთელი. ახლა დეკუ ადგება და 150 მილიონს ჩაუტკეპნის კატლეტიკოს ჯიბეში და მოათრევს ალვარესს. განა იმას ვამბობ, რომ ალვარესი ცუდია? არა, უბრალოდ ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ ამ სეზონის მიხედვით ეს ბიჭი 100-ზე მეტი არ ღირს. ამდენ წვალებას ჯობია ადგნენ და ოსიმენი მოიყვანონ, მეეჭვება ჭირვეულობა დაიწყოს კონტრაკტზე ტიპი გალათასარაიში თამაშობს და როგორ არ დათანხმდება ბარსაში გადმოსვლაზე.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 03 ივლ 2026, 00:57
    #5

    და ზოგი ვაი ფეხბურთის მცოდნეს ოირსაბალი მაღალი დონე არ გონია😂🤡 ძალიან დაუფასებელია ტიპი ლეგენდა უკვე ნაკრების და თავისი კლუბის.

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 03 ივლ 2026, 00:53
    #4

    ესპანეთი ერთადერთია ვისაც შეუძლია საფრანგეთი გააგდოს გუნდურობის და ნახევარდაცვის ხარჯზე.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 03 ივლ 2026, 00:30
    #3

    ნათელი მაგალითია ბაენა რა ნიჭიერია რა კარგად თამაშობს და ატლეში უბრალოდ ვერაფერს ვერ დებს

  • Fuhrer
    Fuhrereco ახალბედა
    schedule 03 ივლ 2026, 00:24
    #2

    ამათ ჰოლანდი და ალვარესი ვერ მოყავთ და ოიარსაბალი იყიდონ, მთელი ბარსელონა ნაკრებში ყავს და შეთამაშების პრობლემა არ იქნება, უმაღლესი კლასის არის და ძალიან დაუფასებელი.

  • ALBATROSS
    ALBATROSSeco ახალბედა
    schedule 02 ივლ 2026, 23:21
    #1

    მგონი ამას ელოდებოდა ლაპორტაც და აწი დადებს იმას რაც ფლიკმა მოითხოვა და სჭირდება ბარსელონას

    • nika 54
      nika 54star ლეგენდა
      schedule 03 ივლ 2026, 11:26
      #7

      შენ პირს შაქარი, ცოტა კი მეეჭვება, მაგრამ რა იცი ეგება ერთი ორი ნორმალური ფეხბურთელი მოიყვანონ, თორემ რეალმა ვისზეც რამე გაიგო ეგრევ რეალში მიათრევს. მე მგონი სათადარიგოზე ადგილიც აღარ დარჩებათ.