თავის დაბადების დღეზე “ბარსელონას” პრეზიდენტმა ფეხბურთელების ოცნებების ახდენის სურვილი გამოთქვა, თუმცა ხულიან ალვარესის სახელი პირდაპირ არ უხსენებია.
როგორც უკვე ცნობილია, 26 წლის ხულიან ალვარესმა მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ აცნობა, რათა თავისი ოცნება აისრულოს. ახლა ჯერი “ბარსელონაზეა” – კლუბი მადრიდელებს უნდა დაუკავშირდეს და შეთანხმების მიღწევა სცადოს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა არგენტინელის შუა გზაზე მიტოვებას არ აპირებს.
El Chiringuito-ს კამერებმა ჟოან ლაპორტა საკუთარ 64 წლის იუბილეზე დააფიქსირეს. სადღესასწაულო ტორტის მიღების შემდეგ, ლაპორტამ ალვარესის სიტუაციაზე მინიშნება გააკეთა, თუმცა “ატლეტიკოს” ფორვარდის სახელი არ უხსენებია:
ნათელია, რომ სურვილები რეალობად იქცევა, თუ მათთვის მუშაობ და იბრძვი. მოთამაშეთა უმეტესობას “ბარსელონაში” მოსვლა სურს და ეს სიამაყით გვავსებს.
იმ ფეხბურთელებზე დასმულ კითხვაზე, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ აუსრულებელი ოცნებები, მან დასძინა:
იმედია, იმ მოთამაშეების ოცნებებს ავასრულებთ, რომლებსაც “ბარსელონაში” გადმოსვლა სურთ.
ლაპორტამ საუბარი თავისი ახალი მანდატის (რომელიც 1 ივლისს იწყება) შესახებ კომენტარით დაასრულა:
ჩვენ გავაგრძელებთ “ბარსელონას” ინსტიტუციურ დონეზე გაძლიერებას. გვექნება ახალი სტადიონი და სპორტული პროექტი, რომელიც წარმატების გზაზე სიარულს გააგრძელებს.
Нападающий «Манчестер Сити» Эрлинг Холанн не заинтересован в переходе в «Реал», сообщает El Nacional.
По информации источника, после ухода Хосепа Гвардиолы с поста главного тренера «Манчестер Сити» 25-летний норвежец готов рассмотреть вариант с трансфером в другой клуб. При этом Холанн не хочет переходить в «Реал», поскольку за команду выступают Килиан Мбаппе и Винисиус Жуниор.
ესეც ასე, გასაგებია? საინტერესოა გამოსასყიდი რამდენი აქვს.
ჩემი ოცნებაა ეგ არანორმალური, მარა ესენი ჰალანდს კიარა ოიარზაბალს ვერ მოიყვანენ.
აგერ ვლაჰოვიჩმა რეალსაც მიმართა უფასოდ გადასვლაზე ჩვენგან რო უარი მიიღო და იქ ყველა კმაყოფილია.
შენ ფლიკის ოცნებები აუსრულე ვინც მას სურს. შენც პერესი ხო არა ხარ, ვინც გინდა ის მოიყვანო.