ხავიერ სავიოლა: ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის იდეალური ადგილია”

ხავიერ სავიოლა: ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის იდეალური ადგილია”

“ბარსელონას” ყოფილ არგენტინელ თავდამსხმელს, ხავიერ სავიოლას (რომელიც კლუბში 2001-2004 და 2006-2007 წლებში თამაშობდა) ეჭვი არ ეპარება, რომ “ბარსელონა” იდეალური ადგილია ხულიან ალვარესისთვის. ამ თემაზე “ბაჭიამ” კატალონიის რადიოსთან ისაუბრა.

“ის არ არის ტიპური, მხოლოდ საჯარიმოზე ორიენტირებული გოლეადორი. მას ძალიან კომპლექსურ მოთამაშედ ვხედავ, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ფლანგზე, გამთამაშებლად… ის არა მხოლოდ ბომბარდირია, არამედ ტექნიკურადაც ძალიან ძლიერია. “ბარსელონაში”, მისი სტილის, თამაშის მანერისა და გუნდის ხარისხის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს და ნაბიჯი წინ გადადგას.” – აღნიშნა სავიოლამ.

“ბარსელონა” იდეალური გუნდია, რადგან საშუალებას მისცემს მას, უფრო მეტად ჩაერთოს თამაშში. ის გარშემორტყმული იქნება უდიდესი ფეხბურთელებით და ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს. მას საერთო არაფერი აქვს ლევანდოვსკისთან, რომელიც უფრო მეტად საჯარიმოს ტიპური თავდამსხმელია.”

სავიოლას ხულიან ალვარესი ყველაზე მეტად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მოსწონს, რადგან მან იცის, როდის უნდა ჩამოვიდეს ბურთის მისაღებად:

“ის ძალიან ჭკვიანი, გადამწყვეტი და სრულყოფილია. ამ ზონაში ის სწრაფად ჩქარდება, მომენტალურად ტრიალდება, აქვს ბურთის ბრწყინვალე კონტროლი და ფლობა”.

შემტევი ნახევარმცველის გარდა, მას “ცრუ ცხრიანის” ფუნქციის შესრულებაც შეუძლია, რადგან “ორივე როლს თანაბრად კარგად უმკლავდება და სწორედ ამიტომ არის მწვრთნელებისთვის ასეთი სასურველი ფეხბურთელი”.

ინტერვიუს ბოლოს კატალონიელთა ყოფილმა ფორვარდმა მიმდინარე ტურნირზეც ისაუბრა. ის თავის არგენტინას ჩემპიონობის კანდიდატად მიიჩნევს, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლაში შანსებს ესპანეთს, საფრანგეთსა და ნიდერლანდებსაც უტოვებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    28 ივნ 2026, 00:46

    რა მაგარი იყო და როგორ ვერ გაიხსნა ბოლომდე სავიოლა((