workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
127-წლიანი ისტორია ერთ სივრცეში – Barcamania.ge-ზე ბარსელონას სრული სათამაშო არქივი დაემატა

127-წლიანი ისტორია ერთ სივრცეში – Barcamania.ge-ზე ბარსელონას სრული სათამაშო არქივი დაემატა

“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის კარგი სიახლე გვაქვს – Barcamania.ge-ზე დასრულდა მასშტაბური, თვეების განმავლობაში მიმდინარე პროექტი!

ჩვენი ვებგვერდის ბაზას დაემატა “ბარსელონას” მიერ ისტორიაში ჩატარებული აბსოლუტურად ყველა ოფიციალური მატჩი (თითქმის 4 500 მატჩი). პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა ათასობით ფეხბურთელის, მწვრთნელის, მსაჯისა და სტადიონის სახელი.

საიტის მთავარ მენიუში უკვე შეგიძლიათ ეწვიოთ განახლებულ ისტორიულ განყოფილებებს:

განრიგი

ამ გვერდზე მოხვედრა შეგიძლიათ მენიუდან, “სეზონის” განყოფილებიდან. ამ გვერდზე გაქვთ შესაძლებლობა, სპეციალური ფილტრის მეშვეობით აირჩიოთ კლუბის ისტორიაში ნებისმიერი სეზონი (მაგალითად, იოჰან კრუიფის 1973/74 ან პეპ გვარდიოლას ტრიუმფალური 2008/09) და სრულად აღადგინოთ იმ სეზონის კალენდარი, ყველა მატჩის შედეგი და ტურნირი. იმავე გვერდზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტურნირების ფილტრი, რომლის საშუალებითაც ნახავთ კონკრეტულ სეზონში კონკრეტულ ტურნირზე ჩატარებული თამაშების შედეგებს.

ტურნირების არქივი – ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი

თითოეული ამ ტურნირისთვის შეიქმნა ცალკეული ისტორიული სექცია, რომელთა ნახვაც ასევე მენიუში, “სეზონის” განყოფილებაში შეგიძლიათ.

ლა ლიგა: ესპანეთის ჩემპიონატის ყველა სეზონი მისი დაარსებიდან (1928/1929 წლების სეზონიდან) დღემდე – სატურნირო ცხრილებით, ბომბარდირთა დავით, საუკეთესო ასისტენტებით და რა თქმა უნდა, “ბარსელონას” შედეგებით.

ჩემპიონთა ლიგა: ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირზე “ბარსელონას” მიერ ჩატარებული ყველა მატჩი 1955/1956 წლების სეზონიდან დღემდე.

ესპანეთის თასი: ქვეყნის უძველესი ტურნირის, სამეფო თასის გათამაშებებში “ბარსელონას” მიერ ჩატარებული მატჩები 1901/1902 წლების სეზონიდან დღემდე.

რას ნახავთ კონკრეტული მატჩის შიდა გვერდზე?

ნებისმიერ მატჩზე დაკლიკებით თქვენ გადახვალთ თამაშის დეტალურ გვერდზე, სადაც დაგხვდებათ სრულყოფილი სურათი:

  • ზუსტი ინფორმაცია:  ჩატარების თარიღი, ტურნირი, მასპინძელი სტადიონი და შეხვედრის მთავარი მსაჯი.
  • შემადგენლობები: “ბარსელონასა” და მეტოქე გუნდის ძირითადი თერთმეტეულები და სათადარიგო ფეხბურთელები.*
  • მწვრთნელები: ორივე გუნდის დამრიგებლები კონკრეტულ მატჩში.
  • მატჩის მიმდინარეობა: წუთების მიხედვით გაწერილი ყველა გოლი (გოლის ავტორები), შეცვლები და მიღებული ბარათები.

*არის რამდენიმე ათეული თამაში, რომელთა შემადგენლობაც მოგვიანებით, ეტაპობრივად დაემატება.

მომდევნო ნაბიჯი კი იქნება ამ ბაზის კიდევ უფრო სრულყოფა და “ბარსელონას” მიერ ისტორიაში ჩატარებული ამხანაგური თამაშების დამატებაც. ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება კლუბის არსებობის პირველი წლების პერიოდიდან, როდესაც კატალონიელები ძირითადად ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Motamashe
    Motamasheeco ახალბედა
    schedule 28 ივნ 2026, 23:17
    #6

    👍👍👍

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 28 ივნ 2026, 12:14
    #5

    “მომდევნო ნაბიჯი კი იქნება ამ ბაზის კიდევ უფრო სრულყოფა და “ბარსელონას” მიერ ისტორიაში ჩატარებული ამხანაგური თამაშების დამატებაც”
    ეს კარგია, ეხლა ნათლად გამოჩნდება რა დღეში გვყავს რეალი.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 27 ივნ 2026, 20:48
    #4

    აქტიურობა არაა საიტზე და ეგაა ცუდი, ბევრი ხალხი აღარ შემოდის და გული მწყდება.

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 27 ივნ 2026, 17:01
    #2

    👌🏻

  • Visca barca
    Visca barcaflag გულშემატკივარი
    schedule 27 ივნ 2026, 14:06
    #1

    🙌