workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტელიო წასვლას არ გამორიცხავს

ტელიო წასვლას არ გამორიცხავს

“ბარსელონას” ახალგაზრდა გარემარბი კრისტიან ტელიო არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მან კლუბი გამოიცვალოს. კატალონიელთა მე-20 ნომრისთვის “ბარსას” დატოვება რთული იქნება, მაგრამ ის სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.

“თუ მიმდინარე სეზონში საკმარისი რაოდენობის თამაშებს არ ჩავატარებ, წასვლის ვარიანტს განვიხილავ. ეს რთული ნაბიჯი იქნება, მაგრამ თამაში მინდა.

სხვა კლუბებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. ტატამ სეზონის დასაწყისში მითხრა, რომ ახალგაზრდებს ჩვენი შანსი მოგვეცემოდა.” – აცხადებს ტელიო.

22 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონში, 10 თამაში ჩაატარა, აქედან 8-ჯერ ის შეცვლაზე შევიდა, ხოლო 2-ჯერ მან მოედანი ვადაზე ადრე თავად დატოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward