workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეტი, ვიდრე 114 წელი

მეტი, ვიდრე 114 წელი

დღეს, 2013 წლის 29 ნოემბერს, ზუსტად 114 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხუან გამპერმა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” დააარსა. გასული საუკუნისა და 14 წლის განმავლობაში, კატალონიური გრანდი გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე იყო ორიენტირებული. ზოგჯერ, “ბარსას” ეს კარგად გამოსდიოდა, ზოგჯერ – ნაკლებად.

ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას არა”ბარსას” 114-წლიან ისტორიას, არამედ კონკრეტულ 114 დღეზე გავამახვილებ და შევეცდები გადმოგცეთ, რა ხდებოდა გასული 114 წლის განამვლობაში 29 ნოემბერს.

“ბარსელონას” 29 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, 13-ჯერ უთამაშია. პირველად ეს 1931-32 წლების სეზონში, მე-2 ტურში, “არენას დე ხუეჩოსთან” საშინაო მატჩში მოხდა. თამაში 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები აროჩამ და ლეგენდარულმა სამიტიერმა გაიტანეს.

1942-43 წლების სეზონში, მე-10 ტურში, “ბარსამ” თავის იუბილეზე პირველი მარცხი იწვნია. კატალონიელები ოვიედოში 2:3 დამარცხდნენ.

1953 წლის 29 ნოემბერი კატალონიელთათვის კიდევ უფრო მძიმე იყო. “ბარსამ”, იმავე “ოვიედოსთან”, უკვე 0:3 წააგო.

1959 წელს, 29 ნოემბერს “ელ კლასიკო” პირველად დაემთხვა. მადრიდში გამართული შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

იგივე ანგარიშით წააგო “ბარსამ” 1964 წელს, “ელჩესთან” სტუმრად გამართული მატჩი.

1970 წელს, “ბარსა” საკუთარ იუბილეზე უკანასკნელად დამარცხდა. სან სებასტიანში, კატალონიელებმა “რეალ სოსიედადისგან” 1 გოლი გაუშვეს.

ამის შემდეგ, “ბარსამ” 29 ნოემბერს 7 თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო, თან ისე, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

1981 წელს, კატალონიურ დერბიში, “ბარსელონამ” მასპინძელი ესპანიოლი 4:0 გაანადგურა. გოლენი ბერნდ შუსტერმა, ალან სიმონსენმა და 2-ჯერ კინიმ გაიტანეს.

1987 წელს, “კადისთან” გამართულ შეხვედრაში, კრისტობალის, კალდერესა და კარასკოს გოლებით, “ბარსამ” 3:1 იმარჯვა.

ამის შემდეგ იყო 1992 წელი და კატალონიურ დერბიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება. “კამპ ნოუზე” “ბარსამ” მეტოქე 5:0 გაანადგურა. სტუმართა კარში გოლები რონალდ კუმანმა, მიგელ ანხელ ნადალმა, ხრისტო სტოიჩკოვმა, ჩიკი ბეგირისტაინმა და რიხარდ ვიჩგემ გაიტანეს.

2008 წლის 29 ნოემბერს, “ბარსა” “სევილიას” ესტუმრა და მესის დუბლისა და ეტოოს ერთი გოლის წყალობით 3:0 იმარჯვა.

ერთი წლის შემდეგ, პეპ გუარდიოლას შეგირდებმა საკუთარ იუბილეზე პირველი “ელ კლასიკო” მოიგეს. კატალონიელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

2010 წლის 29 ნოემბერი “ბარსას” ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. კატალონიელებმა “რეალს” უმასპინძლეს და ზუსტად 1 წლის შემდეგ, კვლავ მშრალად იმარჯვეს, ოღონდ ამჯერად მეტოქეს არა ერთი, არამედ 5 გოლი გაუტანეს. შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ამ მატჩში თავი ჩავიმ, პედრომ, ხეფრენმა და 2-ჯერ ვილიამ გამოიჩინეს.

კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის 29 ნოემბერს, “ბარსელონამ” უკვე “რაიოს” უმასპინძლა და მადრიდელებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. სტუმართა კარი ვილიამ, მესიმ და 2-ჯერ სანჩესმა აიღეს.

ბოლოს კი, მოგილოცავთ ორ რამეს: 1. თქვენი საყვარელი კლუბის იუბილეს; 2. იმას, რომ “ბარსელონას” გულშემატკივარი ხართ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward