“მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო არ გამორიცხაცვს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ლიონელ მესის ესპანეთში თამაში მობეზრდეს და ნისლიან ალბიონს მიაშუროს.
“მიმაჩნია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება შესაძლებელია. შესაძლოა, 2 ან თუნდაც 5 წლის შემდეგ, მესის პრიმერაში მობეზრდეს და ის სათამაშოდ ინგლისში გადმოვიდეს.” – აცხადებს ალვარო ნეგრედო, რომელიც ესპანეთიდან ინგლისში გასულ ზაფხულში გადავიდა.