ზუსტად 100 წლის წინ, 1913 წლის 1 ნოემბერს, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 7:0 დაამარცხა. ეს მოხდა “კარელ ინდუსტრიას” მოედანზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
მადრიდული გუნდის კარში გოლები გაიტანეს კარლიერმა (3), პერსივალ უოლასმა (2), ალკანტარამ და გრინუელმა. ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეასრულა.
“რეალის” რიგებში თამაშობდა მარსელო ბერნაბეუ, მადრიდული გუნდის ლეგენდის, სანტიაგო ბერნაბეუს ძმა.