ლამინ იამალის სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე

ლამინ იამალის სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე

თანამედროვეობის უმთავრესმა საფეხბურთო ტალანტმა, ლამინ იამალმა მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლების თავისი ანგარიში გახსნა.

დღეს ესპანეთი მუნდიალის მეორე ტურში საუდის არაბეთს დაუპირისპირდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მარტივად იმარჯვეს, რაშიც დიდი წვლილი, რა თქმა უნდა “ბარსელონელებმაც” შეიტანეს.

“ფურია როხას” სასტარტო შემადგენლობაში 4 “ბლაუგრანელი” ვიხილეთ – პაუ კუბარსი, პედრი, დანი ოლმო, ლამინ იამალი. კუბარსიმ 90 წუთი ითამაშა, პედრიმ 70, ოლმომ 61, ხოლო იამალმა 45.

თუმცა ლამინს გოლის გასატანად ერთი ტაიმიც ეყო, უფრო სწორად, 10 წუთი. შეხვედრის გმირის, მიკელ ოიარსაბალის (2 გოლი, 1 ასისტი) ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ “ბარსას” 18 წლის შემტევი ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა და მანაც კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გოლი გაიტანა.

თავის გამოჩენა მოახერხა დანი ოლმომაც. 24-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა დუბლი სწორედ “ბარსას” შემტევი ნახევარმცველის გადაცემით გაიფორმა.

თამაშის მიწურულს გოლი გაიტანა მოედანზე 46-ე წუთზე შესულმა ფერან ტორესმაც, მაგრამ მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. რაც შეეხებათ ერიკ გარსიას, ჟოან გარსიასა და გავის, ისინი სათადარიგოთა შორის დარჩნენ.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 22 ივნ 2026, 13:22

    იამალი უკვე ისეთ დონეზეა, რომ დიდ სცენაზე ერთი შანსიც საკმარისია გოლის გასატანად 18 წლის ასაკში მუნდიალზე გოლით დაწყება უბრალოდ სტატუსია აკადემიაა ბარსას აღირებააა და რაც მთავარია, ესპანეთის თამაშში ბარსას ბირთვი ისევ ყველაზე დიდი გავლენის ნიშანბია პედრი, ოლმო, კუბარსი, იამალი… ეს უკვე გუნდის ძაან მაგარი სასტავია, ესპანეთში მაგრა აქვთ აყვანილი აკადემიები ნუ რავი ტალანტები არ აკლიათ რასაც ვუყურებ არცერთ ასაკობრივ რგოლში

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 23 ივნ 2026, 03:55

      მესის რამდენიმე თვით ადრე გაუტანია, ვიდრე იამალს მუნდიალზე პირველი გოლი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 ივნ 2026, 02:37

    ოიარსაბალმა აიწყვიტა იმენა დღეს :დ

  • jack slater
    jack slater ლეგენდა
    schedule 22 ივნ 2026, 00:29

    დააბრუნეთ ძველი დიზაინი,ბლეატ.