workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელთა შეფასებები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა შეფასებები მატჩის შემდეგ

მატჩის შემდეგ რონალდინიო აღტაცებას ვერ მალავდა, ის ძალიან ბედნიერი იყო, მას ხომ ასეთი დახვედრა მოუწყვეს კატალონიაში. ბრაზილიელი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა მთელი თამაშის განმავლობაში, მატჩის შემდეგ კი მან ასეთი კომენტარი გააკეთა: ” ეს შესანიშნავი იყო, მე უზომოდ მადლიერი ვარ ამ ხალხის”.

ახლა კი გთავაზობთ სხვა ფეხბურთელების კომენტარებს.

 დავიდ ვილია: ”მე ბედნიერი ვარ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის, ვეცდები ეს ადამიანები არასოდეს დავაღალატო, მათ ხომ მომცეს ამდენი სითბო, სანამ მე რაიმეს გავაკეთებდი.  ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ გვყავს სოლიდური გუნდი. როდესაც შენ უყურებ ”ბარსელონას”, შეგიძლია თითოეულ ფეხბურთელში დაინახო გამარჯვების სურვილი, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.  ადამიანები, რომლებიც ახლახანს მოვედით ”ბარსაში”, მაგალითად მე და ადრიანო, გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ გუნდისთვის”.

   ფონტასი: ” პიკე შესანიშნავი ცენტრალური მცველია, ამიტომ მე გამიადვილდა თამაში მის გვერდით. პირველ გუნდთან ერთად რამდენიმეჯერ ვითამაშე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის მზად ვიქნები მათ დასახმარებლად. ჩემი აზრით რონალდინიოს უფრო მეტი ეკუთვნის, ის მოვიდა გუნდში მაშინ, როდესაც ”ბარსელონას” ძალიან უჭირდა, ის უბრალოდ შესანიშნავია”.

 პინტო: ”გუშინ ძალიან გამიმართლა პენალტებში. გამპერის თასი ჩვენი ტურნირია, ამიტომ მისი მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. რონალდინიო კარგად გამოიყურებოდა, მას ეტყობოდა, რომ თამაში სიამოვნებდა. ის შესანიშნავი ადამიანია, ვფიქრობ დახვედრაც კარგი გამოგვივიდა. ეს იყო დღე, როდესაც ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს”.

  დანი ალვესი: ”პინტო პენალტების სპეციალისტია. ის ბევრს მუშაობს გუნდთან ერთად და თამაშის დროს ყველაფერს მაღალ დონზე ასრულებს. რონალდინიო არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ყოველთვის გამარჯვებას, მე ნასიამოვნები ვარ მისი სახლში დაბრუნებით. მან ნამდვილად დაიმსახურა ასეთი საღამო. რასაც რონალდინიომ ”ბარსაში” მიაღწია ეს წარმოუდგენელია. ახლა ჩვენი ყურადღება მთლიანად პრიმერაზეა გადატანილი, ჩვენ იქაც გვჭირდება გამარჯვება”. 

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward