კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩისათვის, “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც არ შედიან კლუბის ძლიერი და გამოკვეთილი ფეხბურთელები, ტრავმირებულების გამოკლებით. გავრცელებული ჭორების თანახმად ხერარდო მარტინო მომავალ შეხვედრაში რამოდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. ამ სიაში შევიდნენ: ადრიანო, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი. იტყობინება, Football Espana.
- “ბარსელონა”: ვიქტორ ვალდესი, ხოსე მანუელ პინტო, ჟერარ პიკე, მარკ ბარტრა, ადრიანო კორეია, დანი ალვესი, სერხიო ბუსკეტსი, ალექსანდრ სონგი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ჯონათან დოს სანტოსი, სესკ ფაბრეგასი, პედრო როდრიგესი, კრისტიან ტელიო, ალექსის სანჩესი, ნეიმარი.
აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონა” – “ვალიადოლიდის” დაპირისპირება ხვალ 23.55 საათზე დაიწყება.