“ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ ესპანეთის ნაკრებში თავის თანაგუნდელ მარკ კუკურელიას მოსისხლე მტრის, “რეალ მადრიდის” რიგებში მოულოდნელი ტრანსფერის შემდეგ, მეგობრული, მაგრამ მკაფიო გაფრთხილება გაუგზავნა. “ჩელსის” ყოფილმა ფლანგის მცველმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 6-წლიანი სარფიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც მომავალ “ელ კლასიკოებს” კიდევ უფრო დიდ ინტრიგას შესძენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კუკურელია კატალონიური კლუბის აკადემიის აღზრდილია.
ოლმო კუკურელას ურთულეს მატჩებს უწინასწარმეტყველებს
“ბარსელონას” შემტევმა აღიარა, რომ ნაკრებშ ამ მოახლოებული ტრანსფერის შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა, მიუხედავად ახალი საფეხბურთო მტრობისა, მან თავის ახლო მეგობარს წარმატება უსურვა.
ოლმომ Sport-თან საუბრისას განაცხადა:
ჩვენ ამას არ ველოდით. მან ეს საიდუმლოდ შეინახა. თუ ეს იყო ის, რაც სურდა, მიხარია მის გამო, რადგან ის ჩემი მეგობარია. თუმცა, ახლა მას ლა ლიგაში ტანჯვა მოუწევს. მაგალითად, მას ლამინ იამალის წინააღმდეგ მოუწევს ტანჯვა.”
გიგანტების სატრანსფერო ომი
“თეთრებმა” ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს საკმაოდ აგრესიულად უპასუხეს და ბერნარდუ სილვასა და იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერებიც დახურეს. მეორე მხრივ, არც “ბარსელონა” რჩება ჩრდილში – კლუბმა პრემიერ ლიგიდან ენტონი გორდონი დაიმატა და ახლა ხულიან ალვარესის ტრანსფერზეც მუშაობს.
ოლმომ მეტოქის გაძლიერებაზეც ისაუბრა:
ნორმალურია, რომ ტიტულების გარეშე გატარებული ორი წლის შემდეგ ისინი ძლიერდებიან და მსოფლიო დონის მოთამაშეებს იმატებენ, მაგრამ ჩვენ არ ვნერვიულობთ. ჩვენ გორდონის სახით შესანიშნავი ტრანსფერი განვახორციელეთ და ბედნიერები ვართ.
ატლეტიკომ გრიმალდოსთან შეთანხმებას მიაღწიო და ჩვენ რას ვშვებით როგორ ვართ?
ჩვენ ცუდად
ატეტიკომ გრიმალდოსთან შეთანხმებას მიაღწიო და ჩვენ რას ვშვებით როგორ ვართ?
ჩვენ დაცვაში არავინ გვჭირდება. დაცვა გვაქვს იდეალური. რომც გვჭირდებოდეს ისეთი ტაქტიკით ვთამაშობთ, რომ აზრი არ აქვს გაძლიერებას. ვინც გვყავს საუკეთესო მაგალითად კუბარსი ისიც შეგვიძლია გავყიდოთ თავისუფლად და ნებისმიერი დავაყენოთ მის ადგილას. იგივე სურათი იქნება მაინც, ტაქტიკა გვაქვს ისეთი რომ აზრი არ აქვს ვინ იდება დაცვაში. ტყვილად რატო დახარჯოს კლუბმა ფული👍😁
რა საჭიროა ხო ზედმეტი ფულის ყრა🤣