ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო ალჟირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ლიონელ მესის მიერ შესრულებულ ბრწყინვალე ჰეთ თრიქს გამოეხმაურა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ფენომენმა” არგენტინელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ის კიდევ ერთხელ მოიხსენია ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ.
“დროა, მსოფლიომ თვალებზე ხელის აფარება შეწყვიტოს და აღიაროს ფაქტი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ის აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს ყოველ სეზონში და მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ნამდვილად დაუვიწყარი და ისტორიული ღამეა”, – განაცხადა რონალდომ.
ბრაზილიელმა ლეგენდამ ასევე ისაუბრა მესის მიერ დამყარებულ მორიგ მიღწევებზე და დასძინა:
“რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ დაემხოს და ფეხბურთის არცერთი ნამდვილი გულშემატკივრისთვის გასაკვირი აღარ არის ის, თუ ვინ ამხობს ამ რეკორდებს.”
ეს რონალდუს ფანებს უნდა აუხსნან და კიდევ მთელ პორტუგალიას, სადაც თურმე ტაქსისტი უცხოელ ტურისტს ეკითხება თვლის თუ არა რონალდუს მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად, თუ არადა არ ემსახურება.