დღევანდელი დღე იმ ამბის მოყოლით უნდა დაგვეწყო, თუ როგორ მოიგო პირველმა “ბარსელონელმა” 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. თუმცა შემდეგ მესიმ შეგვახსენა, რომ არსებობს.

“ბარსელონას” ლეგენდა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ალჟირთან დასრულებულ შეხვედრაში ის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელსაც გოლები გაჰქონდა. ლეომ ჰეთ თრიქი შეასრულა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მისთვის სიახლე იყო. მთავარი კი ისაა, რომ მესი მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 27 მატჩში მის ანგარიშზე 16 გოლია, ზუსტად იმდენი, რამდენიც აქამდე ერთპიროვნულად საუკეთესო მიროსლავ კლოზეს გაუტანია. ეს ნიშნავს, რომ არგენტინელთა ათიანს გოლებშიც ისეთივე სიტუაცია აქვს, როგორც ასისტებში – ერთიც და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ამ მხრივ ერთპიროვნულად საუკეთესო გახდება. საგოლე გადაცემებში პირველობას მესი დიეგო მარადონასთან იყოფს (8 ასისტი მსოფლიო ჩემპიონატზე).

ალჟირთან გამართულ შეხვედრაში მესიმ ერთი გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა, ერთი ზუსტად საჯარიმოს ხაზიდან, ერთიც მარტივად – საჯარიმოს შიგნიდან.

ჟიულ კუნდემაც მოიგო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    17 ივნ 2026, 12:37

    სულ არ კიდიათ ჰეტრიკი. იმ ჯარიმაზე ხნავე ტვინს გინდა თუარა გსასგდები იყოო. საყვითლე იყო გასაგდები ნაღდად არა.

  • korezi
    korezi ახალბედა
    17 ივნ 2026, 12:11

    ლომია ლომი იმედია დაწყნარდებიან კრიშტოს ფანობა მსოფლიოს ყველაზე დიდი მოთამაშ და ლეგენდა კარიერის უდიდესი ნაწლი ბარსაში თამაშობდა აქ მთავრდება რეალი და მისი ოცნებები ყვე;ლაზე მაგრები ჩვენთან თამაშობენო .ლოლ

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    17 ივნ 2026, 08:39

    ესს რა ხდებაააა ძააან გახარებული ვარ, ყველადროის საუკეთესოოოო ფეხბურთელიიიის ჰეთთრიკი სამი გოლიიი მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოჩაღ ლეოოოო გენაცვალეეეე ❤️❤️❤️🫂გილოცავთ ბიჭებო ამ სიხარულს

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      17 ივნ 2026, 11:19

      საწყენია, რო ის პირველი გატანილი არ ჩაუთვალეს, ვარით წინ მხრის ნაწილი ქონდა მილიმეტრებში.