workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “რონალდინიო? მე მასზე უკეთესი არავინ მინახავს”

გვარდიოლა: “რონალდინიო? მე მასზე უკეთესი არავინ მინახავს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბლაუგრანას” ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოზე.

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაუჩო დაბრუნდება “ნოუ–კამპზე”. ჟოან გამპერის თასზე “ბარსას” მეტოქე “მილანი” იქნება და ბრაზილიელიც შეეცდება დაამრცხოს თავისი ყოფილი კლუბი.

“მე რონალდინიოს მსგავსი ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს. მას აქვს ტექნიკა, სისწრაფე, კარგი დარტყმა, მოკლედ ყველაფერი, რაც ბრწყინვალე ფეხბურთელს სჭირდება. თავის დროზე იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა “ბარსელონაში”. ვიმედოვნებ, პუბლიკა მას აღტაცებით დახვდება.” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კატალონიური Sport.

 წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში