მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სათამაშო დღე უკვე მიილია, მესამე დღეს კი საქმეში პირველ “ბარსელონელსაც” ვნახავთ.
ამაღამ, თბილისის დროით 02:00 საათზე, ნიუ ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის გამარჯვებულს და ამ მხრივ რეკორდსმენ ბრაზილიის ნაკრებს ვიხილავთ.
“სელესაოში” “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი რაფინია თამაშობს და ის რიგით 23-ე მუნდიალზე ბრაზილიელთა ერთ-ერთი მთავარი იმედია.
ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელთა პირველი მეტოქე მაროკო იქნება, მოგვიანებით კი “პენტაკამპეონები” ჰაიტისა და შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.
კომენტარები (0)