რეალ მადრიდის 150-მილიონიანი შეთავაზება და ატლეტიკოს დამცინავი პასუხი

რეალ მადრიდის 150-მილიონიანი შეთავაზება და ატლეტიკოს დამცინავი პასუხი

მადრიდულ კლუბებს შორის ნამდვილი საინფორმაციო ომი დაიწყო, რაც “ბარსელონასთვის” სატრანსფერო ბაზარზე, კერძოდ კი ხულიან ალვარესის დასამატებლად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ამბავი აღმოჩნდეს. მას შემდეგ, რაც “რეალ მადრიდმა” არგენტინელი თავდამსხმელის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, “ატლეტიკომ” მეზობლებს სარკასტული და დამცინავი პოსტით უპასუხა.

“რეალ მადრიდის” განცხადება და 150-მილიონიანი შეთავაზება

“რეალ მადრიდმა” ოფიციალური გვერდის მეშვეობით დაადასტურა, რომ დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, “ატლეტიკოს” ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზა. განცხადებაში ეწერა, თითქოს “ატლეტიკომ” შეთავაზება განიხილა, მადლიერება გამოხატა კლუბებს შორის არსებული “კარგი ურთიერთობის” ფარგლებში, თუმცა წინადადება უარყო და ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითა.

“ატლეტიკოს” სარკასტული პასუხი

ამ განცხადებას მალევე მოჰყვა “ატლეტიკოს” ოფიციალური პასუხი X-ზე, სადაც “რეალ მადრიდის” პოსტი ფაქტობრივად მასხრად აიგდეს და 4 პუნქტად ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია:

  1. რომის პაპის ვიდეოდან ამოჭერით ეპიზოდი, სადაც ამბობდა, რომ ისიც “ატლეტიკოს” გულშემატკივარიცა
  2. ალბათ, ზრდილობა მადლიერებაში აგერიათ, მაგრამ ეჭვები რომ არ დარჩეს: ჩვენ თქვენი არაფრის მადლიერი არ ვართ.
  3. ხულიანის თაობაზე არანაირი შეთავაზება არც შეგვისწავლია და არც განგვიხილავს.
  4. როგორ არ უნდა ვიყოთ კარგ ურთიერთობაში, როცა “ბარსელონაზე” მეტადაც კი გვაცინებთ.

რას ნიშნავს ეს “ბარსელონასთვის”?

ამ ამბავს “ბარსელონასთვის” აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. დადებითი ისაა, რომ “რეალ მადრიდი” ხულიან ალვარესისთვის ბრძოლას გამოეთიშა. უარყოფითი კი ისაა, რომ “ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება “ატლეტიკო” ხულიან ალვარესის 150 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვაზე დაითანხმოს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    10 ივნ 2026, 02:44

    Q20 ანდონი პერესი ყველაფერს აკეთებს, რომ ბარსა დააზარალოს, ფასი აუწია ალვარესს და თანაც თავის ფანებს პასუხი გასცა, აი ძმაო ვყიდულობდი და არ მომყიდესო