საარჩევნო კამპანიის დროს ფლორენტინო პერესის მიერ ნახსენები 150-მილიონიანი ევროს შეთავაზება უმაღლესი დონის ფეხბურთელზე, შესაძლოა “ატლეტიკოსკენ” იყოს მიმართული ხულიან ალვარესის დასამატებლად. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც “რეალ მადრიდი” განიხილავს და ის ემთხვევა სატრანსფერო ბაზარზე “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. კატალონიური კლუბის ინტერესს არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ არავინ მალავს.
“ატლეტიკომ” უკვე იცის, რომ “ბარსელონა” მზადაა, თავდამსხმელის ტრანსფერში 100 მილიონ ევრო გადაიხადოს. თუმცა, მადრიდული კლუბი ამ თანხას არასაკმარისად მიიჩნევს. მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება, რადგან ამჟამად ამ ორ კლუბს შორის ურთიერთობა საუკეთესო ფაზაში არ არის. “რეალ მადრიდის” გამოჩენა კი, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, ოპერაციის ფასს კიდევ უფრო გაზრდის.
“ბარსელონა” პოზიციას ინარჩუნებს
“ბარსელონას” არ აქვს განზრახული “ატლეტიკოს” თავდამსხმელისთვის აუქციონში ჩაერთოს. კლუბში ძალიან კარგად აქვთ განსაზღვრული ამ ოპერაციის ეკონომიკური ლიმიტები – როგორც ფიქსირებული, ისე ბონუსების სახით – და არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდიან ნახსენებ 150 მილიონ ევროს. ამ ეტაპზე “ბარსელონა” ინარჩუნებს რამდენიმე დღის წინ წარდგენილ 100-მილიონიან შეთავაზებას და მის გაზრდას არ გეგმავს. კატალონიაში იმედოვნებენ, რომ “ატლეტიკო” საბოლოოდ სწორედ ამ თანხის გარშემო დაიწყებს მოლაპარაკებას, რადგან მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ხულიანს შეატყობინა, რომ წასვლის სურვილის შემთხვევაში, მას კლუბის დატოვებას გაუმარტივებდნენ.
გარდა ამისა, თავდამსხმელმა უარყო “ატლეტიკოს” მიერ შეთავაზებული კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება, რადგან მისი მიზანი გარემოს შეცვლაა. ახლა “ბარსელონა” ფეხბურთელისგან ელოდება საბოლოო ჟესტს, რომელიც ნათელს გახდის მის წასვლის სურვილს – იქნება ეს მთავარ მწვრთნელთან პირდაპირი საუბარი თუ საჯარო განცხადება.
მოთმინება
მიუხედავად ამისა, საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. ფეხბურთელი ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული. სანამ ტურნირი გრძელდება, მისი ყურადღება მხოლოდ ამაზე იქნება მიმართული და არა მის პროფესიულ მომავალზე. გადაწყვეტილებების მიღების დრო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დადგება.
150 მილიონი ნამდვილად არ ღირს, კარგია თუ არ გადაიხდიან მაგ ფასს
აუ ოსიმენს მიაწვნენ რაა ბევრად მაგარია 2 სართულზეც ფიზიკურადაც და შემსრულებელიც არის მე ოსიმენს მივიყვანდი როგორც ჩანს გვეკაიფებიან მაგრად არც ალვარესს უნდა წასვლა თორე აქამდე მივიდოდა სიმეონესთან და ეტყოდა რო კლუბის დატოვება უნდა
ბევრჯერ დავწერე უკვე ეს ბიჭი ფელიქსის ბედს გაიზიარებეს🙏🏻 ფელიქსი რომ ტალანტი იყო ალვარესი ეგეთი არასდროს ყოფილა✌🏻
რა ჯანდაბად უნდათ ან რას გადაეკიდნენ ამ ტიპს. დიდი ალბათობით, არ აქვთ არავის მოყვანის თავი და ბოლომდე გაეკიდებიან ხულიანს და ბოლოს არავინ მოიყვანენ.
მადრიდელების მორიგი სპეკულაციები, კიდევ კარგია ფარჩაკი ოთხთვალა, რომ არ არი პრეზიდენტი უეჭველი იგოიმებდა და გადაიხდიდა 150კ-ს, ამათმა კიდე მაფიოზი ლაპორტას ხრიკები აქამდე როგორ ვერ ისწავლეს, ყოჩაღ ხელმძღვანელობა ესე მტკიცედ უნდა იდგნენ აბა რაა…ალვარესს რაც შეეხება საღად და ლოგიკურად თუ აზროვნებს ისედაც იცის სად უ და წავიდეს ნამდვილი ფეხბურთის სათამაშოდ, სიმეონეს გავეყარე და მოურინიოს შევაყარეო რომ არ გამოუვიდეს…იმენა ლოსები არიან რაა, საცოდავები….😆😆😆
თუ რეალი 150 გაისვრის, კითხვა ჩნდება: ვინ იტამაშებს ძირითადში, ეგ თუ ბამპე? ის ბოშა ბიჭი რომ იჩაგრება არაფერი? მოდით ის ბავშვი გამოუშვან უფასოდ, საკმაოდ კარგი ფორვარდია და ბამპემ ააქოთოს გასახდელი
Ალვარესზეა დამოკიდებული ტრანსფერი თუ მკაფიოდ დაასახელეს რომ ბარსაში უნდა გადმოსვლა ატლეტიკო და რეალი ვერაფერს გახდებიან მუნდიალის დასრულებამდე სერიოზულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ არცერთი მხრიდან
Ხულიანზეა დამოკიდებული ტრანსფერი თუ მკაფიოდ დაასახელეს რომ ბარსაში უნდა გადმოსვლა ატლეტიკო და რეალი ვერაფერს გახდებიან მუნდიალის დასრულებამდე სერიოზულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ არცერთი მხრიდან
ოსიმენი ჯობია ბევრად და ეს ამ ყ…. ვერ შეიგნეს!!!!