ხვალ, ანდრეს “ინიესტა” ევროტურნირებზე თავის მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. “ბარსელონას” ნახევარმცველმა პოზიციების მიხედვით ის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, რომლების წინააღმდეგაც მას უთამაშია.
“საუკეთესო მეკარე, რომლის წინააღმდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე მითამაშია? პეტერ ჩეხი. მცველი? – მალდინი. ნახევარმცველი? – პირლო. შემტევი? – რაიან გიგზი.” – აცხადებს ანდრესი.
შეგახსენებთ, რომ კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გოლი ინიესტას სწორედ პეტერ ჩეხის კარში აქვს გატანილი. ეს 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოხდა.